სხვა გინესის რეკორდების წიგნის ყველაზე საინტერესო რეკორდსმენები (პირველი ნაწილი) 2013, 26 ნოემბერი, 20:59 გთავაზობთ რამოდენიმე ყველაზე უცნაურ, სასაცილო, გრძელ, მოკლე, დიდ, პატარა, სულელურ რეკორდებს, რომლებიც შევიდნენ 2012 წელს გინესის რეკორდების წიგნში.
1.ყველაზე პატარა ძაღლი.
![]() დედამიწაზე ყველაზე პატარა ძაღლად ითვლება იორკშირული ტერიერი ლუსი, რომლის სიმაღლე სულ 14 სანტიმეტრია. 2.ყველაზე მეტი საშობაო ილუმინაცია სახლზე. ![]() რეკორდი ეკუთვნით ავსტრალიელებს დევიდ და ჯეინ რიჩარდსებს. მათი სახლი და ეზო განათებული იყო 331 038 ნათურით. 3.ყველაზე პატარა ქალი დედამიწაზე. ![]() დედამიწაზე ყველაზე პატარა ქალად ითვლება ჯოითი ამრე. მისი სიმაღლე ზრდასრულ ასაკში (18 წელი) შეადგენდა 62, 7 სმ-ს. 4.მაქსიმალური რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც მოთავსდნენ ერთ ტრუსში. ![]() რეკორდი დამყარდა ლონდონში 2011 წლის 17 ნოემბერს და ერთ ტრუსში ჩაეტია 57 ადამიანი. 5.მაქსიმალური მანძილი, რომელიც გაიარა ცეცხლმოკიდებულმა ადამიანმა. ![]() რეკორდი ეკუთვნის დენი დიუსტერჰოფს ჰამბურგიდან და ის შეადგენს 119, 91 მეტრს. 6.მაქსიმალური რაოდენობა თავით გახსნილი ბოთლებისა. ![]() რეკორდი დაამყარა აჰმედ თაფზიმ ჰამბურგში. მის მიერ თავით გახსნილი ბოთლების რაოდენობაა 24. 7.ერთ წუთში დაჭერილი პოპკორნის მაქსიმალური რაოდენობა. ![]() რეკორდია 26 ცალი პოპკორნი და ის დაამყარა ჯო ალექსანდერმა. 8.ყველაზე უცნაური იოგას ინსტრუქტორი. ![]() ეს არის ბერნის მერი ბეიტსი ფლორიდიდან, რომელსაც 91 წელი შეუსრულდა. 9.ყველაზე პატარა ნათესავები. ![]() 22 წლის ბრიჯიტ ჯორდანი და მისი ძმა ბრედი ილინოისიდან წარმოადგენენ ყველაზე ტანდაბალ ნათესავებს. მათი სიმაღლე შესაბამისად 67 და 69 სმ-ია. 10.ყველაზე დიდი ძაღლი. ![]() დანიური დოგის ნოვას სიმაღლე 89, 2 სმ-ია, ხოლო წონა 72, 5 კგ. 11.საფუხურების მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც გაივლის ცხვირზე ჭიქადადგმული ძაღლი. ![]() ბორდერ-კოლიმ, სახელად სვით პი, გაიარა 10 საფეხური ჭიქით, რომელშიც იყო 140 მლ წყალი. 12. ყველაზე მცირე დრო, რაც დასჭირდა ჩემოდანში ჩაძრომას. ![]() რეკორდი ეკუთვნის ლესლი ტიპტონს ნიუ-იორკიდან და ის შეადგენს 5, 43 წამს. 13.თავში ჩარჭობილი ნემსების მაქსიმალური რაოდენობა. ![]() რეკორდსმენის სახელია ვეო შენჩუ და მის თავში დათვალეს 2009 ნემსი. 14.მაქსიმალური რაოდენობა ჩოგბურთის რაკეტაში გაძრომისა. ![]() რეკორდსმენია სკაი ბრობერგი ავსტრალიიდან და ის რაკეტაში გაძვრა 7-ჯერ 3 წუთის განმავლობაში. 15. ყველაზე მაღალანაზღაურებადი სერიალის ვარსკვლავი. ![]() ჰიუ ლორი "ექიმ ჰაუსის" თითოეულ სერიაში იღებდა ჰონორარს 400 000 დოლარის ოდენობით. 200 10-ს მოსწონს
|