შოუბიზნესი ბექჰემების ახალი, 40 მილიონ ევროიანი სახლი. 2013, 26 ნოემბერი, 20:05 ახლახანს, უცხოურ მედიაზე დაიდო ინფორმაცია ყველასათვის კარგათ ნაცნობი წყვილის - დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ახალი სახლის შესახებ, რომელიც მათ ქალაქ ლონდონის დასავლეთით შეუძენიათ 40 მილიონ ევროდ. თუმცაღა სახლი მათთვის მოსაწონ ინტერიერს და ავეჯს არ მოიცავს, რის გამოც გადაწყვიტა წყვილმა სარემონტო სამუშაოები მოახდინოს, ასევე შეიძინონ ახალი ავეჯი და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდნენ საცხოვრებლად, რასაც დამატებით კიდევ 5 მილიონი ევრო დასჭირდება და სავარაუდოთ 2015 წლისათვის მოახდენენ ზემო აღნიშნული გეგმების განხორციელებას.
დასავლური მედიის ცნობით ოთხსართულიანი სახლი მოიცავს შვიდ საძინებელ ოთახსა და ხუთ აბაზანას, ასევე ორ ოთახს ექსკლუზიური შემთხვევებისთვის, გააჩნია ავტოფარეხიც, რომელიც მანქანების გარდა, ცნობილი ფეხბურთელის მოტოციკლებსაც დაიტევს. დევიდის და ვიქტორიას ახლობლების განცხადებით, წყვილის საძინებელი ოთახი მეოთხე სართულზე იქნება, სტუმრებს მესამე სართულზე მოათავსებენ, ხოლო პატარები - ბრუკლინი, რომეო, კრუზა და ჰარპერი მეორე სართულს დაიკავებენ. ასევე, ვიქტორიას აქვს სურვილი სახლის განსაზღვრული ნაწილი "კოკო შანელის" სახლის სტილში გაარემონტოს. 649 10-ს მოსწონს
|