x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138421
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
ვინაა კახპა?
image

პარაგვაელ ლამაზმანს დალის ფერეირას თანამემამულე ლარისა რიკელმე აღიზიანებს. ეს ის ფერეირაა, რომელიც სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე პარაგვაის ნაკრების ჩემპიონობის შემთხვევაში ჯგუფური სექსის გამართვის პირობას დებდა.

ფეხბურთის მოყვარულებისთვის არც რიკელმეს სახელია უცხო. ყოველ შემთხვევაში, 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე რიკელმემ თავისი მკერდით ფეხბურთის ფანებს მეტად დაამახსოვრა თავი. პარაგვაის ნაკრების თავგადაკლულ გულშემატკივარს ფერეირას სახით ოპოზიციონერი გამოუჩნდა. ქერა ლათინოამერიკელი შავგვრემან რიკელმეს მოიხსენიებს როგორც ფარისეველს და... კახპას, "რომელიც მოდელად ასაღებს თავს".

ბუნებრივია, ფერეირას შეფასებებს რიკელმეც გამოეხმაურა. სხვაობა მხოლოდ ის არის, რომ ეშხიანმა პარაგვაელმა საპასუხო დარტყმისგან თავი შეიკავა და მხოლოდ თავი იმართლა: "მე არც კახპა ვარ და არც ბანდიტი! ვცდილობ, ისე მოვიქცე, როგორც ეს სანიმუშო და ერთგულ ქალბატონს შეეფერება". ამბობენ, რიკელმე პარაგვაული წარმოშობის არგენტინელ ფეხბურთელს, პარაგვაის "გუარანის" ნახევარმცველს, ჯონათან ფაბროს ემიჯნურებაო.

"რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები მაღელვებს, რადგან მყავს მეგობარი, - ამბობს ლარისა რიკელმე. - არ მინდა, რომ ჩემზე ასეთი ხმები დადიოდეს".

1
669
2-ს მოსწონს
ავტორი:ტელე
ტელე
669
  
0 1 1