2 მაისს მოგეხსენებათ ქუთათურებისთვის დიდი დღეა და ქუთაისობას აღნიშნავენ, მეც რათქმაუნდა არ გამოვტოვებდი ამ დღესასწაულს და ამ დღის აღნიშვნას დილის 11 საათიდან შევუდექით ქუთათურები. რაც შეეხება ნინო ქათამაძეს, კონცერტის დაწყება დაგეგმილი იყო 5 საათზე თუმცა საშინელი სიცხის გამო კონცერტის 5 საათზე დაწყება ვერ მოხერხდა რადგან სცენასთან ხალხი უბრალოდ ვერ მიიტყუეს, თავდაპირველი გამოსვლა გააკეთა ნინო ქათამაძემ, (ჩემი უსაყვარლესი მომღერალია) შეასრულა 2 სიმღერა მაგრამ რის ვაი ვაგლახით, საშინელება იყო, პირდაპირ წამება, ან ვიღაც მაგრად ეკაიფებოდა ანდა თვითონ ქონდა რაღაც პრობლემები, რაღაც პრობლემები რომ იყო ფაქტია რადგან ვერცერთი სიმღერა ვერ დაასრულა ნორმალურად, სცენიდან სიმღერის დროს უწევდა შეეწყვიტა სიმღერა და შეესწორებია საშინელი ბგერები, ხან ხმა ბრტყელდებოდა ხან წკიპინით ისმოდა საშინლად იყო აპარატურა დიდი წვალების შემდეგ ეს პრობლემა თვითონვე აღმოფხვრა ქათამაძემ, და თავისივე ხელით შეასწორა ყველა პრობლემა რაც იყო, ყველა მომენტს და ყველა კუთხის შესწორებას ყოველ წამს თხოვდა ნუ მართალია ერთი სიმღერა შეწირა მაგრამ ბოლოსდაბოლოს პრობლემა აღმოიფხვრა და ერთი სიმღერის შემდეგ გამოსვლა შეწყდა, რადგან აუტანელმა სიცხემ, ხალხი ვერ შეკრიბა მოედანზე, ამიტომ 2 საათით გადადიდო კონცერტი და 2 საათის შემდეგ კვლავ განახლდა კონცერტი.