x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
რუსეთი ლათინური ამერიკის ქვეყანას (ურუგვაი) ყუმბარმტყორც РПГ-7В2 მიყიდის.


image
ურუგვაიდან ჩამოსულმა სამხედროებმა რუსული ყუმბარმტყორცნი
РПГ-7В2 გამოსცადეს პოლიგონზე. რუსეთში ურუგვაის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ჩავიდნენ რათა გამოეცადათ
მათთვის სასურველი ყუმბარმტყორცნი საველე პირობებში. ჯგუფში პოლკოვნიკი ხოსე გონსალესი, ვიცე–პოლკოვნიკი ალფრედო ლარამენდი და მაიორი კლაუდიო სუარესი შედიან. ჯგუფის მიზანია ურუგვაის სახმელეთო ძალებისათვის შესაფერისი ყუმბარმტყორცნის შეძენა.
როგორც გამოცემა "Infodefensa" იუწყება ურუგვაელი სამხედროები კმაყოფილები დარჩნენ რუსული ყუმბარმტყორცნის მონაცემებით და მისი კუმულატიური ჭურვების ეფექტურობით. ურუგვაული მხარე განიხილავს შესყიდვის ორ ვარიანტს: 1.რუსული РПГ-7В2 და 2.გერმანულ Panzerfaust 3-IT.
რუსული ყუმბარმტყორცნის გამოცდის შემდეგ ურუგვაელებმა განაცხადეს, რომ შეიძენენ 100 ერთეულ ყუმბარმტყორცს, შესყიდვების ზუსტი მოცულობა ზუსტდება და განხილვის პროცესშია.
РПГ-7В2 ამ ყუმბარმტყორცნის 400მილიმეტრიანი კალიბრის ვერსია გამოშვებულ იქნა 2011 წელს. მას დაუყენეს უნივერსალური სამიზნე მოწყობილობა УП-7В. ყუმბარმტყორცნი იყენებს სროლისათვის: კუმულაციურ, ტანდემურ–კუმულაციურ, თერმობარულ, ჯავშანგამტან–მსხვრევად და მსხვრევად ჭურვებს.
ჭურვის ვარიანტის მიხედვით ყუმბარმტყორცნიდან გაშვებულ ჭურვს შეუძლია დააზიანოს ობიექტი 700მეტრ მანძილამდე.

0
67
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0