x
image
რუსუდან ბერიძე
პროდუქტები რომლებიც არ შეიძლება ცარიელ კუჭზე მივიღოთ
image

იმისათვის რომ ავიცილოთ მრავალი დაავადების წარმოშობის რისკი რომელიც გამოწვეულია საკვების არასწორად მიღებით, აუცილებელია ვიცოდეთ რომელი პროდუქტების მიღება არ შეიძლება ცარიელ კუჭზე.

1.ციტრუსების.

ამ ხილს შეუძლია გამოიწვიოს ალერგია, ასევე გასტრიტიც თუ მას მივიღებთ მშიერ კუჭზე.ამიტომ ჯანსაღი კვებისთვის რეკომენდირებულია ვიდრე ფორთოხლის ახალ წვენს მივიღებდეთ, საუზმედ მივირთვათ შვრიის ფაფა და მერე დავლიოთ ეს წვენი.


2.ბანანი.

მასში არის ბევრი მაგნიუმი, რომელიც არეგულირებს გულსისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ მუშაობას.ხოლო მისმა უზმოზე მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს კალციუმისა და მაგნიუმის ბალანსის დარღვევა ორგანიზმში.

3.უმი ბოსტნეული.

უმ ბოსტნეულს გააჩნია მჟავიანობა, რომლის უზმოზე ჭამამ შეიძლება კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება გამოიწვიოს.განსაკუთრებით ეკრძალებათ ეს მათ, ვისაც კუჭის წყლული და გასტრიტი აწუხებთ.

4.იოგურტი.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ ჩამონათვალში მოხვდა იოგურტიც.დილით ორგანიზმს არ ჭირდება იოგურტის სასარგებლო ბაქტერიები, ამას თავადაც უმკლავდება.ამიტომ იოგურტის სასარგებლო თვისებები უზმოზე– ნულს უტოლდება.მისი მიღება რეკომენდირებულია, საუზმიდან 2 საათის შემდეგ ან საღამოს.

5.ცივი სასმელები.

ცივი სასმელები არ შეიძლება დავლიოთ ცარიელ კუჭზე.ის კუჭში მიმდინარე ნორმალურ პროცესებს უშლის ხელს, ამიტომ უნდა შევცვალოთ მსუბუქად გამთბარი სასმელით.

6.ტკბილეული.

მშიერ კუჭზე ტკბილეულის მირთმევა არ შეიძლება.იმიტომ რომ კუჭქვეშა ჯირკვალი არ არის მწყობრში გაღვიძებისთანავე გამოიმუშაოს საჭირო ინსულინის რაოდენობა, რომ გადაამუშაოს მიღებული შაქრის რაოდენობა და შესაძლებელია შაქრის დონემ სისხლში მოიმატოს.

7.ყავა.

ნეგატიურად აისახება ჩვენს ორგანიზმზე ყავის უზმოდ მიღება.რადგან ყავა აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და ის გამოიმუშავებს კუჭის წვენს.გარკვეული დროის შემდეგ კი შეიძლება ჩამოყალიბდეს გასტრიტი.

შეიძლება შემედავოთ, აბა დილით რა მივირთვათ თუ ყველაფერი იკრძალებაო.სასურველია ყავის ნაცვლად მწვანე ჩაი მივირთვათ და ყავა მოგვიანებით საუზმის შემდეგ დავლიოთ.

ამას დიეტოლოგები გვირჩევენ და გავითვალისწინებთ თუ არა ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.სასურველია ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ, თუ გვინდა შემდგომში ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგვექმნას. გისურვებთ ჯანსაღი წესით ცხოვრებას და ხანგრძლივ სიცოცხლეს!








0
1061
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
1061
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0