შოუბიზნესი რისთვის მიდიან კახაბერი და ხანუმები ლონდონში?! 2013, 23 ნოემბერი, 12:23 კახაბერი დიდი ხანია საქრთველოში არ ყოფილა, თუმცა მისი უცხოური ვოიაჟის მიზეზი დასვენება არ არის. კახუჩელა თუ სცენაზე არ გინახავთ, ეს ისევ მისი სამომავლო გეგმების ბრალია. ის ხანუმებთან ერთად ლონდონში მიემგზავრება. თუმცა მანამდე დღეს კონცერტს ურბან ლაუჯში გამართავს. ვინ არიან ხანუმები? - ეს კითხვა ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩება. თუმცა მათი ტანდემი არა მარტო ქართულ სცენაზეა მოთხოვნად, ისინი ლონდონში ერთ-ერთ ფესტივალზე "იგემე საქართველო ლონდონში" მიემგზავრებიან. კახაბერი და ხანუმები ცოტა ხანში პირველ კრებულსაც გამოსცემენ.ანიდან ჰაემდე - ასე ჰქვია სიდის, რომელში სიმღერები ყველა რეგიონიდან იქნება შესული. 56 8-ს მოსწონს
|