x
image
ლილი მიროტაძე
"გუგლის" ინოვაციური სათვალე კომპიუტერისა და ტელეფონის ნაცვლად

არცთუ დიდი ხნის წინ "გუგლმა" მაღალტექნოლოგიური სათვალის გამოსვლა დააანონსა. დღეს უკვე მისი შეძენაც შესაძლებელია. მართალია, "გუგლის" სათვალე მასობრივად არ იყიდება, მაგრამ კომპიუტერული პროგრამებისა და მობილური აპლიკაცების შემქმნელებს უკვე შეუძლიათ ამ ინოვაციური პროდუქტის შეძენა და ტესტირება. მისი ფასი 3500 დოლარამდეწ მერყეობს.image"გუგლის" სათვალე ანუ Google Glass სათვალეში ჩამონტაჟებული მიკროკომპიუტერია. ეკრანის მაგივრად იგი აღჭურვილია მინიატურული პროექტორით, რომელიც პირდაპირ ადამიანის თვალზე ახდენს გამოსახულების პროეცირებას.
სათვალის მიერ მიწოდებული გამოსახულება უბრალოდ ზევიდან ედება გარემოს იმ სურათს, რომელსაც ადამიანი ხედავს. სათვალეში ჩამონტაჟებულია ვიდეოკამერაც - მომხმარებელს შეუძლია, გადაიღოს ის, რასაც უყურებს. სათვალეს არ გააჩნია სამართავი პულტი, ის ხმოვანი სიგნალით იმართება, ანუ მომხმარებელს შეუძლია, პირდაპირ უთხრას სათვალეს: "გადაიღე ვიდეო", - და ისიც ვიდეოჩაწერის რეჟიმში გადავა. თუ მომხმარებელი შეხედავს რაიმე ობიექტს და ჰკითხავს სათვალეს, რა არისო, ის მოიძიებს ინფორმაციას იმ ობიექტის შესახებ, რომლისკენაც მომხმარებლის მზერაა მიმართული და დეტალურ ინფორმაციას აწვდის მას.imageimage
მომხმარებელს ასევე შეუძლია სათვალის მეშვეობით დაინახოს ამინდის ტემპერატურა, მიიღოს სხვადასხვა ინფორმაცია და ისაუბროს სასურველს ონლაინ მეგობართან ვიდეო თვალის ფუნქციით.
კრის დეილის, "გუგლის" სათვალის კომუნიკაციების გენერალური მენეჯერის განმარტებით, "ეს არის მინიატურული კომპიუტერი, რომელიც სათვალის მსუბუქ ჩარჩოშია მოთავსებული. თვალთან ახლოს მდებარე მოწყობი"“.
კრის დეილი ამბობს, რომ „გუგლის“ სათვალეს ისინი „კომპიუტერულ ტექნოლოგიებში სრულიად ახალ პლატფორმად“ აღიქვამენ. მისი თქმით, სათვალის საშუალებით, მომხმარებლისთვის, რომელიც სმართფოუნს დღეში საშუალოდ 150-ჯერ ხმარობს, ეს პროცესი ბევრად უფრო სწრაფი და ეფექტური გახდება.სათვალე სიტყვიერი განკარგულებით იმართება. მისი ჩართვა თითის ერთი მიდებით imageხდება. შემდეგ სათვალეზე ჩნდება რამდენიმე ფუნქცია, რომელიც ნებისმიერ კომპიუტერს, თუ სმართფოუნს ისედაც დიდი ხანია აქვს. მათ შორის: ინტერნეტ-ძიება, ფოტოს, ან ვიდეოს გადაღება, გზამკვლევი, თუ შეტყობინების გაგზავნა. მენიუში ნავიგაცია თითის სათვალის ჩარჩოზე გასმით ხდება. რაც შეეხება ხარისხს, სათვალის ფოტოაპარატი დაახლოებით 5-მეგაპიქსელიანია. ბგერის აღქმა ვიბრაციის საშუალებით ხდება. ეკრანის გამოსახულების ხარისხი კი დაახლოებით ისეთივეა, როგორც "აიფონის" ბოლო მოდელზე.
ინტერნეტ-ფორუმები და "youtube" უკვე გაივსო მოხალისეთა მიერ გაკეთებული კომენტარებით და გადაღებული ვიდეოებით. ზოგი შეშფოთებასაც გამოთქვამს იმის გამო, რომ მალე სრულიად შეუძლებელი გახდება იმის კონტროლი, თუ ვინ გიღებს ვიდეოკამერით, შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ადამიანიც კი იყოს. არიან ტექნოლოგიური სიახლეების ისეთი ფანებიც, რომლებიც სათვალეს სულმოუთქმელად ელოდებიან და ნებისმიერ შემთხვევაში შეიძენენ.
როგორც მისი მომხმარებლები აღნიშნავენ, სათვალის ფუნქციებს შორის ყველაზე პრაქტიკული და მოსახერხებელი მათთვის ძიების ფუნქცია, გზამკვლევის აპლიკაცია, ვიდეო და ფოტო აპარატებია.

1
175
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლილი მიროტაძე
ლილი მიროტაძე
175
  
2013, 23 ნოემბერი, 14:46
აუ რეებს აღარ იგონებენ
0 1 1