x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაზე უცნაური ადგილები, სადაც ადამიანს უცხოვრია.
ადამიანი საოცარ არსებად წოდებულია იმის გამო, რომ ყველაზე მკაცრ პირობებშიც კი შეუძლია სასიცოცხლო წყაროები გამონახოს და გადარჩეს, თუნდაც ამას მრავალი წელი მოანდომოს. დღეს ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე უცნაურ ადგილებს, სადაც ოდესმე და ზოგ ადგილას კი დღემდე სახლობს ადამიანი, ეს იქნება ჩამოკიდებული მონასტერი, სახლი კლდეში, ხიდი, ქვა თუ სხვა...



გთავაზობთ ყველაზე უცნაურ და უჩვეულო ადგილების ათეულს, სადაც ოდესმე უცხოვრია ადამიანს:


1. Аль-Хаджарах, Йемен.

ქალაქი კლდეში, სანას პროვინცია, რომელიც მდებარეობს იემენის დასავლეთით და იმდენად ძველად თარიღდება, რომ ისტორიულ წყაროებს არ გააჩნია მისი დაარსების წლები.


image


2. Сюанькун-сы, Китай.

ჩინეთში 5 წმინდა მთა არსებობს, ერთ-ერთი არის HENG-ი, რომელიც მდებარეობს შანსის პროვინციაში. სწორედ ამ მთაზეა განთავსებული მონასტერი, რომლის სახელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც "საჰაერო მონასტერი". ეს ადგილი მრავალი ისტორიკოსისა თუ არქიტექტორთა დაინტერესებას წარმოადგენს.

image


3. Каппадокия, Турция.

კაბადოკია უცნაური და უძველესი ადგილია თურქეთში, რომელიც ძირითადად ეკლესია-სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენს და დღემდე ცხოვრობს აქ 2500-მდე ადამიანი. ერთადერთი ადგილია თურქეთში, სადაც ურიცხვი ტურისტი იყრის თავს ყოველწლიურადimage


4. Монастыри Метеоры, Греция.

საბერძნეთის გულში მდებარეობს მონასტერი მეტეორი, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც "ჰაერში ფრიალი". აღმართულია ექვს ძირითად საყრდენ კლდეზე, რომლებიც რელიგიურ ცენტრებს წარმოადგენს. აგებულია ორი ძმის - მაქსიმ და იოსაფომის მიერ 1545 წელს და ეძღვნება წმ ბარბარეს.image




5. Сетениль-де-лас-Бодегас, Испания.

არაჩვეულებრივი ადგილი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ადამიანის ხელით სასწაულებრივად შენდებოდა. დღეს ის ერთ-ერთ დასახლებულ ადგილს წარმოადგენს.image



6. Касса до Пенедо, Португалия.

ჩრდილო პორტუგალიაში, ფავის მთებში მდებარე ქვის სახლი, რომელიც აშენდა 1974 წელს ინჟინერის მიერ. როგორც წყარო იუწყება, მას იზიდავდა ბუნების სილამაზე და მარტოობის წყურვილი. დღეს კი ეს "ქვის სახლი" მრავალი ტურისტის ინტერესის ობიექტია.

image



7. Понте Веккьо, Италия.

სახელად "ძველი ხიდი" მდებარეობს ფლორენციაში, მდინარე არნოზე, რომელიც აშენდა 1345 წელს და მისი უჩვეულობა გამოხატულია იმით, რომ მოიცავს მაღაზიებსა და კაფეებს.image


8. Матмату, Тунис.

პუნიკური ომების დროინდელი ადგილი, რომელიც 1960 წლამდე თითქმის სახეუცვლელი გადარჩა. მდებარეობს ტუნისის სამხრეთით 355 კილომეტრში. წარმოადგენს მიწისქვეშა გვირაბებს, სადაც დასახლებული იყო ხალხი.image



9. Княжество Силенд.

ეს არაჩვეულებრივი ადგილი მდებარეობს ნეიტრალურ წყლებში, ბრიტანულ კუნძულებთან ახლოს. მკვლევარებმა იგი სუვერენულ სახელმწიფოდაც აღიარეს. თუმცა, ეს ხომ მხოლოდ პატარა საზღვაო კოშკია.image



10. Джон о Круп.

დიდი ბრიტანეთის ყველაზე ჩრდილო წერტილში მდებარე კუნძულია. განსაკუთრებით პოპულარულია ზაფხულში და ბევრი მსახიობი თუ მწერალი სტუმრობს სიმშვიდის საძიებლად. ზამთარში მკაცრი და რთული პირობების გამო აქ ცხოვრება შეუძლებელია.image


7
238
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
238
  
2013, 22 ნოემბერი, 22:39
იმდენად მშიშარა ვარ, მანდ დასათავლიერებლადაც არ წავიდოდი:D
2013, 22 ნოემბერი, 22:14
ზაფხულისთვის აუცილებლად დავგეგმავ ;)
2013, 22 ნოემბერი, 22:11
ჩემი თბილისელი ლექტორის სიტყვები მახსენდება ხოლმე : "თუ გინდა რომ არ დაგავიწყდეს რომ ქართველი ხარ ,წელიწადში ერთხელ მაინც ქუთაისში უნდა ჩახვიდეო" ....აი ასეთია ქუთაისი...
2013, 22 ნოემბერი, 21:50
მადლობა ჩემო ნანა. სამწუხაროდ ქუთაისს არც თუ ისე კარგათ ვიცნობ, თუმცა სურვილი დიდი მაქვს ამის.
2013, 22 ნოემბერი, 21:45
საინტერესო სტატიაა...მე ამ სიაში ქუთაის შევიყვანდი,წითელ ხიდზე რიონის პირას საშინელ მდგომარობაში მყოფ სახლებში როგორ ცხოვროენ წლებია მიკვირს ეს :):):)თუიმცა უცნაური კირა ეს უფრო საშიშ საცხოვრებლების სიაში დაიკავებდა საწყის პოზიციებს...
2013, 22 ნოემბერი, 21:40
ცხოვრებით ვერც მე ვერ ვიცხოვრებდი ვერცერთგან, ზაფხულობით ქალაქიდან დიდხანს გასვლაც კი მიჭირს :(
2013, 22 ნოემბერი, 21:35
დასათვალიერებლად კაია საცხოვრებლად შემეშინდებოდა
0 1 7