x
image
ნოდარ ჯოჯუა
საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისითუდეის" მფლობელი სასტიკად სცემეს

image

ქუთაისში ტელეკომპანია "ქუთაისის" ერთ-ერთმა მფლობელმა შოთა ჩიქოვანმა საინფორმაციო სააგენტო

„ქუთაისითუდეის“ მფლობელს, სერგო ჩივაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.


როგორც დაზარალებული ბუბა ჩივაძე "ინტერმედიასთან" საუბრისას აცხადებს, ინციდენტი გვიან ღამით, ქალაქის ცენტრში მდებარე კაფე"ჯაზარტეს" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ბუბა ჩივაძის თქმით, მასზე თავდასხმა ქუთაისის საოპერო თეატრის გენარალური დირექტორის, ხატია ვედმედევას სახელს უკავშირდება.
„ მე ვწერ იმას, რაც ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალურია. დავინტერესდი საოპერო თეატრის ფინანსური მდგომარეობით და ახლადდანიშნული გენერალური დირექტორის სამომავლო გეგმებით. როგორც სჩანს, ქალბატონ ვედმედევას კრიტიკა იმდენად აღიზიანებს, რომ ის უკან არც სისხლის სამართლებლივად დანაშაულებრივ ქმედებებზე იხევს. შოთა ჩიქოვანმა ახსნა-განმარტება ჩემს მიერ დაწერილ მასალებზე მომთხოვა და მითხრა, რომ ხატია ვედმედევა მისი ახლო მეგობარია. ბუნებრივია, აღნიშნული საქმის ქუჩაში გარჩევას მოვერიდე, რამაც ჩიქოვანის განსაკუთრებული აგრესია გამოიწვია და მან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა“, - აცხადებს სერგო ჩივაძე. მისივე ვარაუდით, ხატია ვედმედევას განსაკუთრებული გაღიზიანება ქუთაისის საოპერო თეატრში არსებული ფინანსური დარღვევების შესაძლო გამოაშკარავებამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა . სერგო ჩივაძეს სამედიცინო გამოკვლევა ქუთაისის სამხარეო-კლინიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. დაზარალებულს ყბა-სახის მიდამოებში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.
დადასტურებული ინფორმაციით, ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში შემთხვევიდან რამდენიმე წუთში საოპერო თეატრის დირექტორი ხატია ვედმედევაც მივიდა, რომელმაც შოთა ჩიქოვანთან მეგობრობა უარყო, თუმცა, ნაცნობობა დაადასტურა.


შემთხვევას შსს-ს ქუთაისის პოლიციის მე-2 განყოფილება იძიებს.

სერგო ჩივაძე საკუთარ ადვოკატებთან კონსულტაციებს გადის. დაზარალებული უახლოეს დღეებში შოთა ჩიქოვანის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ჩივაძემ შესაძლოა განცხადებით მთავარ პროკურატურასაც მიმართოს.

0
165
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0