სხვა თამბაქოს უარყოფითი მოქმედება ტყუპების მაგალითზე. 2013, 22 ნოემბერი, 12:37 ყველას ძალიან კარგათ მოგეხსენებათ რაოდენ მავნებელია თამბაქოს მოხმარება და ნიკოტინის გავლენა თქვენს ორგანიზმზე. თუმცა მიუხედავად ამისა და ყველა არგუმენტისა - "გული დაგიავადდება", "კანი დროზე ადრე დაიწყებს დაბერებას", "ფილტვის კიბოს დაიმართებ", მაინც სულერთია თქვენთვის, ვინაიდან შებყრობილი ჰყავხართ ამ მავნე ჩვევას. ალბათ ბევრი თქვენგანი ცდილობს კიდეც თავი დააღწიოს ამ ზემო ხსენებულს, მაგრამ არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა. იქნებ უბრალოდ "მტკიცე გადაწყვეტილება" გაკლიათ?
სტატიაში კი მინდა ნიკოტინის მავნე გავლენა პირნათლად დაგიხასიათოდ ტყუპების მაგალითზე. 1. ტყუპი დის მაგალითი, რომელთაგან თქვენთვისაც ადვილი შესამჩნევია მარცხენა, მუქი თმის ფერის მქონე არ ეწევა, ხოლო მარჯვენა ე.წ. ქერა მწეველია, რომელსაც ნიკოტინის აქტუალურმა მოხმარებამ საგრძნობლად დაუწვრილა ეპიდერმისის კაპილარები, რის გამოც ვეღარ ხერხდება ჟანგბადის და ნუტრიენტების მიწოდება კანისთვის. 2. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ნიკოტინი კოლაგენის ზიანს იწვევს, რაც ასევე კანს ელასტიურობას უკარგავს, ნაოჭების სწრაფი გაჩენა ხდება და კანიც ჩამოეკიდება. ისევ ტყუპი დები ამის მაგალითზე, ფოტოზე წარმოდგენილი ტყუპებიდან მარცხენა 17 წლით მეტხანს ეწევა საკუთარ დაზე და შედეგსაც შეამჩნევდით ალბათ. 3. თამბაქოს მოწევა ასევე იწვევს სიელმესა და ე.წ. ფერიჭამელების გაჩენას. მამაკაცებში კი პირის გარშემო ნაოჭების მკაფიო რაოდენობა ვლინდება. ტყუპი ძმის მაგალითი, ფოტოდან მარჯვენა ტყუპისცალი 14 წლით მეტი მოწევის სტაჟით ხასიათდება საკუთარ ძმაზე. 4. მოწევა ასევე იწვევს C ვიტამინის ნაკლებობას, კანის გამოფიტვას და სიმშრალეს, რის გამოც იგი კარგავს ფერს და მუქდება. ფოტოზე წარმოდგენილი ტყუპი დის მაგალითი, რომელთაგან მარჯვენაზე წარმოდგენილი ტყუპისცალი 29 წლიანი მოწევის სტაჟით ხასიათდება, ხოლო მარცხენა ფოტოზე წარმოდგენილი და საერთოდ არ ეწევა. მაშასადამე, გისურვებთ "მტკიცე გადაწყვეტილებას" და ჯანმრთელობას. 548 16-ს მოსწონს
|