სხვა ორსულის ექსტრემალური დიეტა. 2013, 21 ნოემბერი, 18:54 მას შემდეგ, რაც ორსულის ექსტრემალური დიეტის შესახებ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ცნობები, მოდელი Jane Loney გახდა ზიზღისა და კრიტიკის ობიექტი. ხალხი თვლის, რომ ორსულისთვის დიეტა მიუღებელი და რისკის მაჩვენებელია ნაყოფისთვის. Jane Loney კი იკვებება ვეგანური (ვეგეტარიანული) საკვებით, რაციონიდან გამორიცხა ყოველგვარი ცხოველური წარმოშობის პროდუქტი და მიეძალა ხილსა და ბოსტნეულს, რათა მშობიარობის შემდეგ დროულად მოახდინოს ჩვეულ ფორმაში ყოფნა, რაც ავნებს მის კარიერას. თუმცა ხალხის კრიტიკას მაინც აქვს ადგილი, რომ ორსულის სწორ კვებას ბავშვის ჯანმრთელობისთვის დიდი როლი უკავია. მოდელი რაღა თქმა უნდა განაწყენებულია ხალხის ამგვარი კრიტიკის გამო და ამბობს - "მათთვის კრიტიკას წარმოადგენს ჩემი ამგვარი დიეტა და გარეგნობაზე ზრუნვა, თუმცა არ ვშიმშილობ, დღეში ათზე მეტ ბანანს სხვადასხვა სასარგებლო ხილის კომბინაციაში ვიღებ, ასევე ბოსტნეულსაც. საინტერესო ის არის, რომ დიეტა რომ არ დამეცვა, ხალხის კრიტიკას ჭარბი წონის გამო მაინც გამოვიწვევდი". გთავაზობთ Jane Loney-ს ფოტოებს:
550 13-ს მოსწონს
|