x
ცნობილი ადამიანების ძალიან ბრძნული გამონათქვამები (ნაწილი I )
imageსტატიაში წარმოგიდგენილია ცნობილი ადამიანების ბრძნულ გამონათქვამთა ერთ-ერთი საუკეთესო კრებული.. ბევრ თქვენგანს ღრმად დააფიქრებს, ბევრს სასიმოვნოდ განანათლებს, საერთო ჯამში - ისიამოვნებთ:

image

პლატონი
◦ ღმერთს ყველაფერი არ შეუქმნია, მან მხოლოდ კარგი შექმნა.
◦ ყოველგვარი სიბრძნის საფუძველი მოთბინებაა.

◦ ერთდროულად იყო ძალიან კარგი და ძალიან მდიდარი, შეუძლებელია


◦ სიხარულიც და მწუხარებაც იმით გვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას.
◦ იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია - ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი.

◦ სიმართლეს ბევრი მომხრე ყავს, მაგრამ ცოტა დამცველი.

image

უილიამ შექსპირი
◦ უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ, შენს ღირსებას ასე ხშირად რომ არ ახსენებდე.

◦ ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვით.

image

ბერდნარდ შოუ
◦ ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია.

◦ გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა.

◦ არც ერთი კითხვა არ არის იმდენად რთული, რამდენადაც ის, რომელზეც პასუხი აშკარაა.

◦ პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება, ხოლო ოპტიმისტი იცინის იმიტომ, რომ ბევრი რამ დაივიწყოს.

◦ ვინც იცის, აკეთებს, ვინ არა - სხვას ასწავლის.


image

ჯორჯ ვაშინგტონი

◦ ცოტა ვინმეს თუ ეყოფა ვაჟკაცობა წინ აღუდგეს მას, ვინც ყველაზე ბევრს იხდის.

image

ლეონარდო და ვინჩი

◦სიბრძნე-გამოცდილების ასეულია.

image

ვოლტერი

◦ მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებათ, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ რაღაც სხვანი ვართ.

◦ ადამიანი არასოდეს განიცდის სინდისი ქენჯნას, ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო.

◦ საუკეთესო კარგის მტერია.

image

ალექსანდრე დიუმა უფროსი

◦ რა ლამაზადაც უნდა ილაპარაკოს ადამიანმა, თუ ის ბევრს ლაპარაკობს, ბოლოს მაინც სისულელეს იტყვის.

◦ ნურასოდეს დააფასებ ფულს ნურც მეტად, ნურც ნაკლებად, ვიდრე იგი ღირს, რადგან იგი კარგი მსახურია და ცუდი ბატონი.

image

აგატა კრისტი
◦ ყველაზე დამღლელია იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის მართალია.

image

ვუდი ალენი

◦ ლომს და კრავს შეუძლიათ ერთად დაწვნენ, მაგრამ მეეჭვება კრავმა კარგად გამოიძინოს.

image

არისტოტელე

◦ ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა

◦ ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას და ესეც უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივი სიმშვენიერის დასაკმაყოფილებლად.

image

პიერ ბომარშე

◦ ცოცხლობდე-ნიშნავს იბრძოდე, იბრძოდე-ნიშნავს ცოცხლობდე.

image

ჟან დე ლა ბრუიერი

◦ ვინც გრძნობს, მისთვის ცხოვრება ტრაგედიაა, ხოლო ვინც აზროვნებს-კომედიაა.

image

ჯონ ლენონი

◦ ცხოვრება არის ის, რაც შენს ირგვლივ ხდება, მანამ სანამ შენ ცხოვრებას გეგმავ.

image

ალბერ კამიუ

◦ მსოფლიოში რომ ყველაფერი ცხადი იყოს ჩვენთვის, მაშინ ხელოვნებაც არ იარსებებდა.

image

პიერ ბუასტი

◦ წყენა ქვიშაზე ჩაწერეთ, მადლიერება კი მარმარილოზე ამოკვეთეთ.

image

პოლ ვალერი

◦ ბრძენს ესმის ერთი სიტყვა, მაგრამ იგებს ორს.

image

თაგორი

◦ ვინც ბევრს ფიქრობს იმაზე - სიკეთე ვქნაო, დრო აღარ რჩება იმისთვის, რომ კეთილი იყოს.

image


პემ ბრაუნი

სიყვარული ხიზილალაა და საქორწინო ტორტი, ხენდრო და ტკბილი კრემი. სიყვარული შამპანიურია, მეგობრობა კი ახლადგაომცხვარი პური, ახალგადღვებილი კარაქი, გლეხური პური და ორისათვის შემოდგმული ჩაიდანი. რა თქმა უნდა, სჯობს, ორივე გქონდეს, მაგრამ მეგობრობას უფრო ჩაატან გემოს.


image

0
84900
6-ს მოსწონს
ავტორი:მე-ზოლა
მე-ზოლა
84900
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0