რამოდენიმე საათის წინ, მედია СМИ–ს მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველასთვის კარგათ ნაცნობი ვარსკვლავური წყვილი "Beyonce" და "Jay-Z"–ი განქორწინებას აპირებს. თუმცა, არც თუ ისე მოგვიანებით გამომჟღავნდა სიმართლე, რომ ეს ჟურნალისტების მიერ ყურადღების მიპყრობის მიზნით აგორებული ერთ–ერთი მორიგი ჭორი იყო. რაც შეეხება თავად წყვილს, ისინი ერთ ბედნიერ ოჯახათ ცხოვრობს პატარა ქალიშვილ Blue Ivy –თან ერთად და მოგონილი ჭორის მცირედი მიზეზიც კი არ გააჩნია.
მედია СМИ–ი მაინც იუწყება, რომ წყვილს არც ისე გადასარევად აქვს ოჯახური საქმეები და პირადი ურთიერთობა როგორც ეს ხალხისთვის არის ნათელი, წინააღმდეგ შემთხვევაში უსაფუძვლო ჭორს არ შევთხზავდით და ვფიქრობთ, რომ Beyonce და Jay-Z –ის ურთიერთობა ასე შორს დიდხანს ვერ წავა - აცხადებს მედია. თუმცა რეპერის მეგობრები აღნიშნავენ, რომ ერთი სული აქვს წყვილს შობა ერთად გაატაროს და ამ ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ იყოლიონ მეორე შვილიც.
ღმერთმა უწყის ვინ ამბობს და ვინ წერს სიმართლეს ამ შესანიშნავი
წყვილის პირად ურთიერთობაზე. მე მაინც ისღა დამრჩენია, წყვილს ერთად ყოფნა და ბედნიერება ვუსურვო.
ახლა კი გთავაზობთ Beyonce და Jay-Z –ის პირად ფოტოებს: