x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
არასამთავრობოები საკრებულოს გადაწყვეტილებას არალეგიტიმურად აფასებენ

imageარასამათავრობო ორგანიზაციების საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. სხდომაზე მყოფი „ახალი თაობა - დემოკრატიული არჩევნების“ წარმომადგენლის ლევან გაბრიჩიძისა და „დემოკრატიული განვითარების ცენტრის ხელმძვანელის მუხრან ბურჭულაძის შეფასებით, გადაწყვეტილების მიღებისას დემოკრატიული პრინციპები დარღვეული იყო. ამის საფუძვლად კი, არასამთავრობოების წარმომადგენლები მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ მამუკა ახვლედიანისა და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეთა გადაყენება იმ სახით ჩამოყალიბებულმა საკრებულომ მოახდინა, რომელიც ამომრჩეველს არ აურჩევია.
„ეს არის საკრებულოს წევრთა შიდა გადაწყვეტილება. ამ წევრთა დიდი ნაწილი არის პარტიული სიით არჩეული, ანუ უშუალოდ მათ ამომრჩეველმა ხმა არ მისცა. იგივე ჯაბა სამუშია, რომელიც "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მეორე ნომრით იყო არჩეული, დღესდღეობით წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“, ანუ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებმა პირადი გადაწყვეტილებით შექმნეს მრავალპარტიული საკრებულო და არა ამომრჩეველმა, რაც ძალიან შემაწუხებელია. ჩვენ რეალურად საკრებულო მრავალპარტიული არ გვაქვს. ეს არის კონკრეტული ადამიანების ნება-სურვილი, რომელთა შორის ძალიან ბევრის უკან ამომრჩეველი არ დგას. „ქართული ოცნებისთვის“ კი ხმა, ნამდვილად არ მიუციათ რადგან ეს პარტია 2010 წელს არ არსებობდა“, - განაცხადა ლევან გაბრიჩიძემ.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" არ ესწრებოდა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან მამუკა ახვლედიანი გადააყენეს. დღევანდელი გადაწყვეტილებითვე, გადაყენებულები არიან საკრებულოს კომისიის თამჯდომარეები.

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:ncdd.ge
ncdd.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0