x
მეტი
  • 02.10.2024
  • სტატია:137399
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511343
რა კავშირი აქვს მარიკა ვერულაშვილს ნაყოფიასა და ბეჟუაშვილის საპარლამენტო უმცირესობის დატოვებასთან

თეთრიწყაროს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ბეჟუაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვა. პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის, ირინა იმერლიშვილის განცხადებით, კომიტეტში ბეჟუაშვილის განცხადება ფრაქცია image”ნაციონალური მოძრაობის” დატოვების შესახებ უკვე შესულია.
ბეჟუაშვილი საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი 1999 წელს გახდა, ხოლო 2004 წელს - მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2008 წელს, მე-7 მოწვევის პარლამენტში ბეჟუაშვილი იყო თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, ხოლო 2012 წელს, მერვე მოწვევის პარლამენტში ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ისევ "ნაციონალური მოძრაობიდან" გახდა.
საპარლამენტო უმცირესობა შესაძლოა, დეპუტატმა კობა ნაყოფიამაც დატოვა. ბეჟუაშვილისა და ნაყოფიას მიერ ფრაქციის დატოვება ოფიციალურად დაადასტურა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა რადიო "მაესტროს" ეთერში.

შეგახსენებთ, იმის შესახებ, რომ დავით ბეჟუაშვილი და კობა ნაყოფია შემოდგომისათვის ფრაქციის დატოვებას გეგმავდნენ, ჯერ კიდევ 2013 წლის იანვარში გახდა ცნობილი. საპარლამენტო კულუარებში იმაზეც საუბრობდნენ, რომ საშემოდგომო სესიაზე, უმცირესობის რიგები ნაყოფიასა და ბეჟუაშვილის გარდა, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს, რომელთა გეგმებშიც, ფრაქციის შექმნა შედის.image

ცნობილი გახდა ასევე, რომ ნაყოფიასთან და ბეჟუაშვილთან ფრაქციის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებებს მარიკა ვერულაშვილი აწარმოებდა.

for.ge-ს ინფორმაციით, ვერულაშვილის სახელმა იმ დამოუკიდებელ მაჟორიტარებთანაც გაიჟღერა, რომლებიც ფრაქციის შექმნას უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ.
კერძოდ, ამბროლაურის მაჟორიტარ დეპუტატს, გოჩა ენუქიძეს გურამ მისაბიშვილთან, ანზორ ბოლქვაძესთან, გიორგი გოზალიშვილთან და იაშა შერვაშიძესთან ერთად ფრაქციის შექმნა სურს, თუმცა, მათ რეგლამენტისამებრ, ფრაქციის შექმნისთვის მეექვსე კვოტა სჭირდებათ. იდეაში, ენუქიძის ფრაქციის მეექვსე წევრად ვერულაშვილი მოიაზრებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, აღნიშნულ პირებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, რადგან ამ დრომდე, ფრაქცია არ დარეგისტრირებულა.
მერვე მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დაახლოებით 13-მა დეპუტატმა დატოვა.

0
692
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ლილი მიროტაძე
ლილი მიროტაძე
692
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0