x
image
t.x.
არსებობენ თუ არა ტროლები? მეცნიერების გასაოცარი აღმოჩენა

imageწაგრძელებული ოქროსფერი სხეული, დაფარული ნარინჯისფერი წერტილებით და ხაზებით ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც უსაყვარლესი სათამაშო მაღაზიის თაროდან. ეს არსება მხოლოდ ახლახან აღმოაჩინეს სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში კერძოდ კი სურინამში. მისი ზომა მხოლოდ 7 მმ-ია, მაგრამ იმხელაა, რომ მისი შეუიარაღებული თვალით დანახვა შესაძლებელია. მას აქვს ისეთი თმები როგორც ოთხმოცდაათიანი წლების პოპულარულ თოჯინა "ტროლს". მეცნიერები ვარაუდობენ, რომ საქმე ეხება ჯერ კიდევ განუვითარებელ(გაუზრდელ) მწერს, რომლებსაც ნიმფებს ეძახიან. შესაძლებელია ეს იყოს ერთ-ერთი ნიმფების ოთხი სახეობიდან: Dictyopharidae, Nogodinidae, Lophopidae, Tropiduchidae.image

მსოფლიოს მუზეუმების წარმომადგენლები და ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი სამი კვირის განმავლობაში იკვლევდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ამერიკის ჯერ კიდევ ფეხდაუდგმელ ტროპიკულ ტყეებს. მათ აქ 60-მდე ახალი სახეობა აღმოაჩინეს. დოქტორი ტრონდ ლარსენი(პრინსტონიდან) ეკოლოგი და ბიოლოგი ამბობს: "მე დიდი დრო გავატარე ნიმფების ძებნაში რომ შემედარებინა სხვა სახეობებისთვის. ცისარტყელისებრი "კუდი", რომელიც მათ გამოზრდილი აქვთ უკანა ნაწილიდან, არის ცვილის, რომელიც გამომუშავდება მათ მუცელში არსებული რკინისგან. მას სხვადასხვა დანიშნულება აქვს. ზოგს ის წამოზრდილი აქვთ მარაოს სახით, რათა ძირს დაშვებაში დაეხმაროს, ზოგს კი მტაცებლების ყურადღების გასაფანტად".

სამხრეთ ამერიკაში არის დედამიწის ტროპიკული ტყეების 25%. სურინამში მოსახლეობა ძალიან ცოტაა და ქვეყნის 95% ტყეებს უკავია. მეცნიერებმა აქ გამოიკვლიეს წყლის ხარისხი და მოაგროვეს 1378 სხვადასხვა სახეობის მონაცემები ჭიანჭველებზე, ხოჭოებზე, კალიებზე, თევზებზე, ამფიბიებზე და სხვა არსებებზე.

0
142
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0