x
image
ლილი მიროტაძე
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა (ფოტოები)

როგორც ცნობილია, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად დუშეთში imageimageimage


ცხოვრობს. წყვილს ამ დრომდე არ დაუკანონებია ოფიციალურად ურთიერთობა. როგორც მარგველაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ ეს მათი ურთიერთობის თემაა და არა გეოპოლიტიკური საკითხი.imageimage


გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პირველი ლედი ვიზაჟისტად მუშაობდა ტელეკომპანია "пик"-ში. იგი მსახიობიც გახლავთ და რამდენიმე ქართულ ფილმშია გადაღებული.
მაკა ჩიჩუა მუსიკოსი და მხატვარიცაა. მას გადაღებული აქვს მუსიკალური ვიდეორგოლი "ელექტროტალღები", რომელიც "მაესტროს" ტელეეთერში დიდი ხნის განმავლობაში ტრიალებდა.
მათი გაცნობა მათ შვილებს უკავშირდება, რომლებიც დიდი ხნის მეგობრები არიან. image

"უცნაური ისტორიაა. ჩვენი შვილები წლების განმავლობაში იზრდებოდნენ ერთად. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა. მაშო და ანა იზრდებოდნენ ჩვენთან სახლში და მაკასთან სახლში. ჩვენ ამ პერიოდში ერთმანეთს არ ვიცნობდით. მერე, რაღაც ეტაპზე გავიცანით ერთმანეთი. თუმცა მანამდე, წლების განმავლობაში, ხან ანა იყო მაშოსთან და ხან მაშო იყო ჩვენთან", -იხსენებს მარგველაშვილი.imageimageimageimageimageimageimageimageimageimage









"გიორგის ცოლი, მაკა ჩიჩუა ჩემი ბავშვობის მეგობარია. ჰქონდა და

აქვს ულამაზესი გარეგნობა. "მთელ" თუ არა "ნახევარ" თბილისის ბიჭებს მაკა უყვარდათ. ლამაზი, მხატვარი, კინოებში იღებდნენ... მოკლედ "სტარი" იყო.
მაკას აქვს ძალიან მდიდარი და საინტერესო სამყარო. მაკას ცხოველებთან, მცენარეებთან ურთიერთობა ცალკე ისტორიაა. ერთ-ერთი დიდებული თვისება, რაც აქვს - უყვარს და ერთგულია. გიორგისნაირი ერთგული ადამიანიც, სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა ჩემს ირგვლივ და საერთოდ. ერთგულია, საყვარელი ქალის, მეგობრების, საქმის, იდეის... მაქსიმალისტია აქაც, ბუნებრივად. შეიძლება მეგობარი არ ყავდეს ნანახი წლები, მაგრამ უყვარს ბავშვობის სიყვარულით და ერთგულია ბოლომდე...", - იხსენებს ოჯახის მეგობარი რეჟისორი გიო მგელაძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.


0
1334
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლილი მიროტაძე
ლილი მიროტაძე
1334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0