საბუნებისმეტყველო მეცნიერებმა ახალი სახეობის ზვიგენი აღმოაჩინეს 2013, 18 ნოემბერი, 18:01 იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი და თვალყურს ადევნებენ თავჩაქუჩა ზვიგენებს, მათვის კარგი სიახლეა. სამხრეთ კაროლინის სანაპიროსთან ამ ჯიშის ახალი სახეობა დასტურდება. თუმცა, გარეგნულად ძალიან ძნელია სხვა თავჩაქუჩა ზვიგენებისგან ამ ახალი სახეობის გარჩევა, მაგრამ გენეტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ ის ცალკეული სახეობაა. მას უწოდეს იქთიოლოგ კარტერ გილბერტის პატივსაცემად – Sphyrna gilbert. ადგილობრივი მაცხოვრებლები მას ასევე "კარონილურ თავჩაქუჩას" უწოდებენ. თვით ამ ახალი თავჩაქუჩის აღმომჩენი არის კაროლინის უნივერსიტეტის პრიფესორი ჯო კვატრო. აღსანიშნავია, რომ მკვლევართა გუნდის მიზანი იყო მდინარეებში მობინადრე თევზბზე დაკვირვება. ხოლო მათ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს დედალი ზვიგენი, რომელიც შესართავთან კვერცხებს ჰყრიდა. 190 1-ს მოსწონს
|