x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135750
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510120
ღალატი,ქალი და მამაკაცი

image ღალატი უპატიებელი დანაშაულია, მისგან მოყენებულ ტანჯვას საზღვრები არააქვს. საუბარიც კი ამ თემაზე უარყოფით განცდებს იწვევს. ეს ყველამ იცის და ყველა გრძნობს მაშინ რატომღა გვაყენებენ ასეთ დარტყმას?! იქნებ მიზეზი ჩვენშია?! ან იქნებ უბრალოდ ჩვენი პარტნიორია ასეთი?! ღალატის დროს უამრავი ასეთი კითხვა ჩნდება მე შევეცდები ვუპასუხო ამ მტკივნეულ კითხვებს!
ღალატის მიზეზი #1.არასრულფასოვანი სექსი:ცოლი თვლის რომ მას არ ეკადრება ანალური ან ორალური სექსი!
კაცი თავის მხრივ ქალს აღიქვამს წმინდა არსებად და თვლის რომ ცოლთან სექსი მხოლოდ აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული, ან ბავშვის ჩასახვის მიზნით. მოთხოვნილებებს კი სხვასთან იკმაყოფილებს.ქართველი კაცების უმრავლესობას არ სურს რომ მისი ცოლი სექსუალურ საკითხებში გათვიცნობიერებული იყოს, რადგან თვლის რომ თუ ქალმა სექსის გემო გაიგო ერთი მამაკაცი ვეღარ დააკმაყოფილებს.(ეს უბრალო პარანოიაა) გახსოვდეთ “კარგი ქალი დარბაზში დედოფალი უნდა იყოს, სამზარეულოში პოვარი, ხოლო საძინებელში კახპა!''
მიზეზი #2.სულიერი სიმარტოვე(ეს ძირითადად ქალებს ახასიათებთ). ქალი საკმაოდ მგრძნობიარე არსებაა. მას შეუძლია უსიტყვოდ ბევრად მეტი შეიგრძნოს ვიდრე სიტყვებს შეუძლიათ გამოხატონ. მამაკაცები ერთობლივ ცხოვრებაში ხშირად უყურადღებოები და ცივები ხდებიან, ქალები ამას ორმაგად მტკივნეულად აღიქვამენ და მაქსიმალურად ცდილობენ მამაკაცის ყურადღების მიპყრობას. ამას ხშირად უკუ შედეგებამდე მივყავართ და მხოლოდ იმას ვაღწევთ რომ თავს ვაბეზრებთ საყვარელ მამაკაცს. ის კი უფრო ცივი და უყურადღებო ხდება. უფრო მეტიც თავს გვარიდებს და ჩვენს კომპანიაში ყოფნას ერიდება. მაშინ ქალი სულ მარტო რჩება და ამ სიმარტოვის შევსებას სხვა მამაკაცებთნ ინტელექტუალური კონტაქტის დამყარებით ცდილობს რაც შემდეგ სექსუალურშიც გადაიზრდება ხოლმე.
მამაკაცებო უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ საყვარელ ქალბატონებს და შეეცადეთ სასურველ ქალად აგრძნობინოთ თავი. ქალბატონებო თქვენ კი ნუ გახდებით თავის მომაბეზრებელი ბავშვები და შეეცადეთ ხანდახან ამოასუნთქეთ საყვარელი მამაკაცი რათა თქვენი მონატრება მოასწროს.
მიზეზი#3.პოლიგამიური ბუნება. საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება რომ კაცებს პოლიგამიური ბუნება აქვთ. ანუ არ შეუძლიათ ერთი პარტნიორით დაკმაყოფილება. ხოლო ქალებს პირიქით მონოგამიური ბუნება. ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს ისევე როგორც კაცებში ქალებშიც არიან პოლიგამიური ურთიერთობის მოყვარულები და ასევე კაცებშიც არიან ერთგული მონოგამები. კაცების მხოლოდ 40%ია ნამდვილად პოლიგამიური. ხოლო ქალებში 67%ია ნამდვილად მონოგამისტი. არსებობენ ასევე პოლიგამიური ოჯახები რომლებიც მრავალფეროვნების მიზნით ორგიებში იღებენ მონაწილეობებს და პატიჟებენ სექსისთვის სხვა პარტნიორებს. ასევე ცალ-ცალკე კავდებიან სექსით სხვა პარტნიორებთან. როგორც წესი ასეთი ოჯახები უფრო მყარია რადგან სრულ ნდობაზე და ურთიერთგაგებაზეა დამყარებული. ამიტომ პოლიგამიურ ადამიანებს ვურჩევ დაელაპარაკონ პარტნიორს (მეუღლეს). ნუ იქნებიან სასტიკები და ნუ უღალატებენ ზურგსუკან. ხოლო პოლიგამისტების მონოგამისტ მეუღლეებს ვურჩევ ნუ შეეწირებიან მსხვერპლად საკუთარ მეორე ნახევარს! როდესაც ვაშლის ერთი ნაწილი ლპება მას აჭრიან და აგდებენ მართალია ასე ვაშლი ნაწილს კარგავს მაგრამ საჭმელად ვარგისი ხდება!
მიზეზი#4.კონფლიქტი პარტნიორის ნათესავებთან: როდესაც თხოვდებით ან ცოლი მოგყავთ, თქვენ უერთდებით ამ ადამიანს სხეულითა და ბედ-იღბალით. თუმცა ხშირად ეს არ ესმით ჩვენს ნათესავებს: დედ-მამას, და-ძმებს და ა.შ. ეს იწვევს კონფლიქტს ოჯახის ახალ წევრსა და მოყვრებს შორის. ყველაზე მეტად კი ამ დროს ჩვენი საყვარელი ადამიანი იტანჯება! მას ვერ გაუგია ვის მიემხროს. მისთვის ორივე მხარე ძვირფასია და არცერთის დაკარგვა არ სურს. ამ დროს საუკეთესო გამოსავალი კომფლიქტური მხარეების ერთმანეთს რაც შეიძლება მალე მოცილებაა. რათა კიდევ უფრო არ დაიძაბოს მდგომარეობა. ამიტომ ახალდაქორწინებულები ცალკე უნდა გადავიდნენ და მაქსიმალურად უნდა გაწყდეს კომფლიქტურ მხარეებს შორის ურთიერთობა, სანამ ყველაფერი თავისით არ მოგვარდება. თუმცა ხშირად ჩვენი პარტნიორი ვერ უძლებს ამ მდგომარეობას. მისთვის ზედმეტად მტკივნეულია მისი საყვარელი ადამიანის ასეთი დამოკიდებულება მისი ნათესავების მიმართ. ამას ვერ პატიობს პარტნიორს და იწყება გაუცხოება და დგება ეტაპი რომელიც #2 აბზაცში აღვწერეთ, ერთი გამონაკლისით: ამ შემთხვევაში ღალატი ორივესგანაა მოსალოდნელი და თან ერთდროულად! ამის თავიდან ასაცილებლად მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მოთმინება და სიმშვიდე. გვახსოვდეს: პარტნიორი ავირჩიეთ ჩვენთვის და არც ის და არც სხვები არ არიან ვალდებულები ერთმანეთი მოსწონდეთ!
გახსოვდეთ: ყველა წყვილი და ყველა ოჯახი სხვადასხვანაირია. თუმცა ყველა ერთნაირად იმსახურებს პატივისცემას. ხოლო დამალული ღალატი ორმაგად უფრო მტკივნეულია ღიაზე! ნუ მიაყენებთ ერთმანეთს ტკივილს და გაუფრთხილდით ერთმანეთის გრძნობებს! <3 <3 <3

7
214
4-ს მოსწონს
ავტორი:სტრანიკ-რ
სტრანიკ-რ
214
  
2013, 24 ნოემბერი, 18:57
აჰამ, ქალები მგრძნობიარე არსებები არიან ამიტომ უნდა მოუფრთხილდეთ, ფაქიზად და თბილად მოვეპყრად.
2013, 18 ნოემბერი, 12:15
ეს არ ხდება ყველას დასანახად
2013, 18 ნოემბერი, 12:11
მაგ შემთხვევაში გაეყარე და თუნდაც დაიმხე ქვეყანა თავზე,ეგეთ ოჯახს ოჯახი აღარ ქვია...ან შვილს ან სხვას რა მაგალითს მისცემენ
2013, 18 ნოემბერი, 12:10
არიან ისეთი ტიპის ადამიანები რომლებსაც სხვანაირად არ შეუძლიათ ჩემი აზრით ტყუილს ჯობია
2013, 18 ნოემბერი, 11:57
ვიცი რო ეგ იგულისხმე მაგრამ ეგ რაღა ოჯახია ქალი ცალკე თუ გულაობს და კაცი ცალკე???
2013, 18 ნოემბერი, 11:51
ქართველ კაცებშიც არიან ღირსეულები
ღია ღალატში ვგულისხმობ თავისუფალ ოჯახს როდესაც წყვილი ერთმანეთს არაფერს უმალავს არიან ადამიანები რომლებიც სულიერ სიახლოვეს აყენებენ მხოლოდ წინა პლანზე და თავისუფალი სექსუალური ცხოვრება აქვთ კაცსაც და ქალსაც
2013, 18 ნოემბერი, 11:05
ღალატი ღალატია,თუნდაც დამალული თუნდაც ღია ორივე მტკივნეულია...სტატია კარგია მომეწონა და ვეთანხმები ამ მოსაზრებეეებს მაგრამ ქართველი კაცები ისეთები არიან მაგათთან ერთგულებაზე ლაპარაკას ჯობია ხეს ელაპარაკო
0 1 7