საქართველო "რა ხდება, ბნელა...?" 2013, 17 ნოემბერი, 1:55 ცოტა ხნის წინ ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა facebook-ის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნა: "იზოლდა ჩარიგოგდიშვილი : ჩემი ოჯახი- მეუღლე, 5 შვილი, 4 რძალი, ერთი სიძე და ჯერჯერობით 10 შვილიშვილი, ხუთად გაყოფილი, მაგრამ ერთ მუშტად შეკრული მთლიანობაა. ოჯახი სადაც სიკეთე, სიყვარული, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა, სიმართლე, ცხოვრების წესია. სადაც რძალი და სიძე შვილებთანაა გათანაბრებული, ხოლო დედამთილ-მამამთილი, სიდედრ-სიმამრი დედ- მამასთან. სადაც უფროსების რიდი, პატივისცემა, ხოლო უმცროსებზე ზრუნვა ჩვევად ქცეული ტრადიციაა. სადაც ტყუილი, ორპირობა, ღალატი, შური, ფარისევლობა წარმოუდგენელია; სადაც ყველა ერთისათვისაა და ერთი – ყველასთვის. ოჯახი, რომლისთვისაც “სხვისი ჭირი" არასოდეს ოფილა “ღობეს ჩხირი", რომელსაც სიკეთე უანგაროდ უკეთებია და ქვაზე არ დაუდვია “გაიარე, წინ დაგხვდებას" იმედით. ოჯახი, რომელსაც 2008 წლის ომმა ყელაფერი დააკარგვინა წინაპრების საფლავების ჩათვლით და ახლა სიზმრებშიღა ელოლიავება ქსნის ხეობის “ცა-ფირუზ, ხმელეთ- ზურმუხტს". ოჯახი, რომელსაც არაფერი დაუშავებია, მაგრამ ყოველთვის“ ძლიერთა ამა ქვეყნისათა" სამიზნეა, თავს იმართლებს, მაგრამ რატომ, ვერ ხვდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცეზარის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა კი ყველა წინანდელი დაჩრდილა. ლამის დავიჯერო დიდი მეიგავის სიტყვები “ სიკეთისათვის სიკეთე არავის უქმნიაო"და სასოწარკვეთილმა, თუ უფრო აღშფოთებულმა ხმამაღლა ვიყვირო: რა ხდება, ბნელა...?", -წერს ჩოჩელი. 106 შეფასება არ არის
|