საქართველო პრეზიდენტის სასახლის დამთვარიელებლები და მათი დატოვებული ჩანაწერები მიხეილ სააკაშვილს 2013, 16 ნოემბერი, 22:32 დღეს, შუადღის 12-დან 18 საათამდე ავლაბრის რეზიდენციის კარი ყველა მსურველისათვის, ვისაც პრეზიდენტის სასახლის შიდა ინტერიერის ნახვა საკუთარი თვალით სურდა, ღია იყო. მოქალაქეებმა შეკრება რეზიდენციასთან 11 საათიდან დაიწყეს. მოქალაქეები იქ პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე ჯგუფ-ჯგუფად შედიოდნენ, რომლებსაც გიდი ემსახურებოდათ. საღამომდე სასახლეს 3000-ზე მეტი მსურველი სტუმრობდა, რომლებმაც საკუთარი ინიციატივით პრეზიდენტს სამახსოვრო ჩანაწერები დაუტოვეს. მიხეილ სააკაშვილმა ყველა სტუმარს საღამოს facebook-ის საკუთარ გვერდზე მადლობა გადაუხადა და ფოტოები და ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელიც სასახლის დამთვარიელებლებმა პრეზიდენტს დაუტოვეს. 637 4-ს მოსწონს
|