სისხლის სამართალი მსოფლიოს უმდიდრესი მოდელის - ჟიზელ ბიუნდჰენის პირადი დაცვის წევრები მკვლელობის მცდელობის მუხლით გაასამართლეს 2013, 16 ნოემბერი, 13:08 მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი, როგორც დაინტერესებული საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ჯერ კიდევ 4 წლის წინ დაქორწინდა ამერიკელ სპორტსმენზე ტომ ბრედზე. მოგეხსენებათ, მოდელი დაქორწინებამდე ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავ ლეონარდო დიკაპრიოსთან, მაგრამ მათ ხანგრძლივ ურთიერთობას მომავალი არ ჰქონდა და აღიარებულმა სუპერ მოდელმა თავისი მომავალი ცხოვრება ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავს დაუკავშირა. პომპეზური და გრანდიოზული იყო მათი ქორწილი, რომელიც 4 წლის წინ გაიმართა. თუმცა დღეს მსოფლიო პრესა აქტიურად იხილავს საკითხს წყვილის ქორწილში მომხდარი მკვლელობის მცდელობის შესახებ გაცრცელებულ ინფორმაციას. საქმე ეხება ჟიზელ ბიუნდჰენისა და ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავ - ტომა ბრედის პირადი დაცვის ორ წევრს.
კოსტა - რიკის სასამართლომ იმსჯელა და მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციის მუხლით მოხდა დამნაშავეების გასამართლება. სასამართლომ მათ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 83 12-ს მოსწონს
|