ქალი და მამაკაცი პირველი ღამის უცნაური ტრადიციები 2013, 16 ნოემბერი, 11:23 ამ სტატიაში შევეცდები წარმოგიდგინოთ სხვადასხვა ქვეყნებში არსებული პირველი ღამის უცნაური და საინტერესო ტრადიციები.
1. ზოგიერთ აფრიკულ ტომში არსებული ტრადიციის მიხედვით, პირველ ღამეს ქმარი ცოლს ორ წინა კბილს აცლის. ეს გათხოვილი ქალის ერთგვარ სიმბოლოდ არის ქცეული. უკბილო ქალები ამაყობენ ამ "დანაკლისით". 2. ფილიპინებზე საქორწილო ღამეს შეუღლებულები ინტიმური ურთიერთობისგან თავს იკავებენ. ამის მიზეზი არის ის, რომ ქორწილში სტუმრებთან ერთად მოლხენისა და, შესაბამისად, ალკოჰოლის მიღების შემდეგ არ შეიქმნას საშიშროება იმისა, რომ ბავშვი ჩაისახება. 3. მექსიკის, პერუსა და ბრაზილიის ზოგიერთ სოფელში ქორწილის შემდეგ ცოლ-ქმარი სქესობრივი ურთიერთობისგან თავს იკავებს ერთი კვირის მანძილზე - ახალმთვარობამდე. ამის მიზეზიც, ფილიპინების მსგავსად, არის ალკოჰოლისგან სისხლის სრულიად გაწმენდა ბავშვის ჩასახვამდე. 4. სამოაში პირველი ღამე ახალგაზრდებმა მძინარე ნათესავების გარემოცვაში უნდა გაატარონ. სქესობრივი ურთიერთობა დაშვებულია, ოღონდ ისე, რომ არავინ გააღვიძონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიძეს ცუდი დღე ელის... 5. მაკედონიაში პირველ ღამეს ნეფე და პატარძალი ცდილობს ერთგვარ "ნადავლს" - ქუდსა და ჩექმებს დაეპატრონოს. ის, ვინც მოახერხებს ამ ორი ნივთის მითვისებას, იქნება ოჯახში უფროსი. 6. საინტერესო ტრადიცია აქვთ ბახუტუს ტომებში (ცენტრალური აფრიკა). აქ პირველ ღამეს ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა აკრძალულია, სამაგიეროდ იმართება ერთგვარი ცემის რიტუალი: სიძე-პატარძალი ერთმანეთს დილამდე ურტყამს. დილით ჩერდებიან, დასაძინებლად მიდიან მშობლების სახლებში, მომდევნო ღამეს კი ისევ იგივე იწყება. ასე გრძელდება მთელი კვირა. ამ რიტუალის აზრი შემდეგია: ცოლ-ქმარი ერთმანეთს ურტყამს მანამ, სანამ მიხვდებიან, რომ ერთმანეთზე რაიმე სახის, მანამდე არსებული თუ სამომავლოდ შესაძლებელი, წყენა აღარ აქვთ გულში. 7. ინდოეთში არსებული ტრადიციის მიხედვით ქორწილიდან სამი ღამის განმავლობაში სიძე-პატარძალს შორის ინტიმური ურთიერთობა იკრძალება, რათა არ გაბრაზდნენ გოგონების მფარველი ღვთაებები. ამიტომ, ამ ხნის მანძილზე, ქალსა და კაცს შორის საწოლში დევს ხის ჯოხი - ქალის ნაყოფიერების სიმბოლო. 1429 11-ს მოსწონს 1-ს არა
|