x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ყველაზე "სევდიანი" ძეგლი მსოფლიოში
image
მთელ მსოფლიოშია ცნობილი სახელგანთქმული ლუცერნის (შევეიცარია) ძეგლი:"მომაკვდავი ლომი".ის აღმართულ იქნა კლდეზე იმ შვეიცარიელი მეომრების პატივსაგებად, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ 1792 წელს ტიულრის ბრძოლაში.ამერიკელმა მწერალმა მარკ ტვენმა ამ ძეგლს უწოდა "ყველაზე სევდიანი და მგრძნობიარე ქმნილება ქვისაგან".

ძეგლზე ამოკვეთილია წარწერა "Helvetiorum Fidei ac Virtuti"-"ეს ძეგლი ეძღვნება შვეიცარიელების ერთგულებას და სიმამაცეს".


image
ქვემოთ ამოტვიფრულია დაღუპული ოფიცრების გვარები და დაღუპულ ჯარისკაცთა საერთო რაოდენობა.

თუ ქალაქის კედლის გასწვრივ გავაგრძელებთ გზას, აღმოვჩნდებით ტბასთან ახლოს. " აქ თავის თავშესაფარში ხმაურის, აჟიოტაჟის და დევნისაგან შორს წევს მომაკვდავი ლომი. ის გამოკვეთილია მთლიანი ქვისაგან, მისი ზომები კოლოსალურია, ის წევს კეთილშობილურ პოზაში:მას თავი აქვს დახრილი, მხარი შუბით აქვს განგმირული, მაგრამ მისი თათი მაინც ჯიუტად იცავს ფრანგულ შროშანებს"-წერდა მარკ ტვენი.


imageimageimageimageimageimage







2
436
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
436
  
2013, 16 ნოემბერი, 20:19
გმადლობთ შეფასებისათვის:)
2013, 16 ნოემბერი, 18:25
რა საინტერესო სტატიაა
0 1 2