საქართველო ხვალიდან პრეზიდენტის სასახლის დათვალიერების მსურველებს გიდობას მიხეილ სააკაშვილი გაუწევს 2013, 15 ნოემბერი, 17:24 როგორც პრეზიდენტის ადმინსტრაციის ხელმზღვანელმა ანდრო ბარნოვმა რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალიდან ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს, რომელსაც სასახლის დათვალიერება უნდა, ამის საშუალება მიეცემა. ანდრო ბარნოვის თქმით, ხვალ, შუადღის 12:00 საათიდან პრეზიდენტის სასახლე ღია იქნება ყველა ადამიანისათვის და მათ გიდობას თავად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაუწევს. 78 1-ს არ მოსწონს
|