მსოფლიო ქალაქი კლდეში - პეტრა 2012, 3 მაისი, 23:30 სიტყვა "პეტრა" ბერძნულად ქვას ნიშნავს. ეს ისტოიული და არქეოლოგიური ქალაქია იორდანიაში. პეტრა ცნობილია მისი არქიტექტურული ძეგლებით, რომელთა შორისაა კლდეში ნაკვეთი ტაძარი - "ალ ხაზნე". დაძარი დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 100 წელს უნდა იყოს აგებული. იგი იმითაა განსხვავებული, რომ მთლიანად კლდეშია ნაკვეთი. დაძრის შესასვლელი მოპირკეთებულია სხვადასხვა ფიგურებითა და ორნამენტებით, რომლებსაც რელიგიური დატვირთვა ჰქონდათ, შუა ნაწილში მოთავსებულია არწივის ოთხი ფიგურა, მათ მიცვალებულთა სულებზე უნდა ეზრუნათ. ზედა ნაწილში ოთხი ამორძალის ფიგურაა, მათ ხელში ნაჯახები უკავიათ. სიტყვა "ალ ხაზნე" განძს ნიშნავს და ლეგენდის თანახმად, მეკობრეები თავიანთ განძს სწორედ აქ ინახავდნენ. 112 3-ს მოსწონს
|