x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510062
მეგონა სულ ბედნიერი ვიქნებოდი
13 წლის რომ ვიყავი პირველად შემიყვარდა და ასე მგონია ეს სამუდამო გრძნობაა. ვეთანხმები ხალხს რომელიც თვლის რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გიყვარდება და ისიც პირველი დანახვის თანავე...შეუძლებელია როდესმე მე გიორგი აღარ მიყვარდეს, რადგან ეს გრძნობა ვერსად ვერ გაქრება უაზროდ და თუ ეს მოხდა, მაშინ არ მომასვენებს კითხვა რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს რაც გადავიტანეთ?

მოგიყვებით ჩემზე და შეაფასეთ ჩემი ამბავიც...

მე მქვია ნატუკა, ახლა ვარ 23 წლის, მაგრამ 10 წელი გახდა სექტემბერში რაც შემიყვარდა პირველად და სამუდამოდ მემგონი... არ ვიკვეხნი, მაგრამ ძალიან ლამაზი ჭკვიანი, მოწესრიგებული, განათლებული, კარგი ოჯახის შვილი, თანამედროვე გოგო ვარ, პაკლონიკებით ყოველთვის განებივრებული ვიყავი, კარგი ოჯახის შვილს ყოველთვის ბევრი კარგი მთხოვნელიც გამოუჩნდება ხოლმე, ბევრჯერ მოსულან მამაჩემთან ჩემი ხელი სათხოვნად როცა ჯერ კიდევ 14-15 წლის ვიყავი, მამაჩემი გიჟდებოდა ეს ერთი გოგო მყავს და ეს ხალხი ვერ არი მგონი რა დროს ამის გათხოვებააო...მეც ვიფერებდი მამაჩემისრეაქციას და ყველას უარს ვეუბნებოდი, რადგან მე ჩემი რჩეული მყავდა...ჩაკეტილი გავიზარდე, მაგრამ საცოვრებელი ადგილის გამოცვლასთან ერთად სკოლაც რომ გამომიცვალეს ბევრი პრობლემა შემექმნა, ახალ კლასელებთან გამიჭირდა ურთიერთობის აწყობა გარდა ერთისა, მოგვიანებით მივხვდი თურმე რატომ ვერ მიტანდა ვერავინ, გიორგი იყო მაღალი, მწვანე თვალება, ძალიან სიმპატიური, ჩემი მშობების ძველი მეგობრის შვილი, რომელსაც რატომღაც პირველად სკოლაში შევხვდი, კარგი ნიშნებით მართალია ვერ დაიკვეხნიდა, მე ყოველთვის მასზე უკეთესად ვსწავლობდი, მაგრამ ნიჭიერი და წესიერი იყო, სულ სახლში მაცილებდა, მირეკავდა, მემესიჯებოდა, ჩემთან ხშირად ამოდიოდა როცა ჩემი მეგობრები მოდიოდნენ, მეც მასთან ხშირი სტუმარი ვიყავი, ერთი სიტყვით 13 წლის გოგოს კვალობაზე, რომელსაც სახლიდან ცხვირი არასდროს გაეყო გადასარევი სასიყვარულო ურთიერთობა ამეწყო, პირველად მე ვუთხარი რასაც მის მიმართ ვგრძნობდი რადგან ჩავთვალე რომ ვერ ვიმეგობრებდი ბიჭთან ვინც მიყვარდა, მას გაეცინა, შვებით ამოისუნთქა და მითხრა რომ ჩემს მიმართ მასაც ანალოგიური გრძნობა ჰქონდა, უბრალოდ ის ამის თქმას ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ვერასდროს გამიბედავდა, სრულიად ბედნიერი ვიყავი, მთელ დღეებს მასთან და ჩემს ბავშვობის დაქალებთნ ერთად ვატარებდი, ხან სად დავდიოდით ხან სად, დედა ჩემთვის სულ ნაირ-ნაირ ტანსაცმელს ყიდულობდა, ვერც ერთი გოგო მჯობდა, ვერც სკოლაში და ვერც ჩვენს სანაცნობოში

მოულოდნელად გიორგის მამა გარდაიცვალა ჩვენი გაცნობიდან წელიწად ნახევრს შემდეგ, გულის შეტევით, ის დღეები სულ გიორგის გვერდით გავატარე, მხარში ვედექი მასა და დედამისსაც, ვამხნევებდი, ვეხმარებოდი რითიც შემეძლო, მაგრამ დაკრძალვიდან ერთი თვის შემდეგ გიორგი შეიცვალა ჩემს მიმართ, გაცივდა რაღაცნაირად, ჩემთვის აღარ ეცალა თითქოს, სკოლაში თუ ვნახულობდი და საღამოს ერთ-ორს მესიჯს თუ მომწერდა ან დამირეკავდა ტკბილი ძილიო, ვფიქრობდი რომ ტრამვის შედეგი იყო მისი ასეთი საქციელი და გაგებით ვეკიდებოდი, მის ასეთ გაუცხოებას ჩემს მიმართ...


ერთ დღესაც დედამისმა დამირეკა ნატუკა შვილო ამოდი ჩემთან შენთან საქმე მაქვსო, შემეშინდა გიორგის რამე ხო არ ჭირს მეთქი და გიჟივით გავვარდი მოსამზადებლიდან, დედაჩემიც რომ იქ დამხვდა რაღაც არ მესიამოვნა, გიორგიმ რომ მთხოვა ორი წუთი ჩემს ოთახში შევიდეთ საქმე მაქვს შენთან სერიოზულიო, გავყევი სხვა რა გზა მქონდა, მაგრამ მეცხრე გრძნობა მკარნახობდა რომ ჯობდა გავქცეულიყავი იქიდან სადმე შორს და არ მომესმინა გიორგის სათქმელი...

ოთახში რომ შევედით გამომიცხადა უნდა დავშორდეთ, რადგან მე შენ არ მიყვარხარ, არც არასდროს მყვარებიხარ და შენთან უბრალოდ ვერთობოდი, როგორ დაიჯერე რომ მეყვარებოდა ისეთი გოგო რომელიც კოცნაზეც კი წითლდებოდა მასზე შეხების უფლებას მხოლოდ წელზე თუ მაძლევდაო...გავშტერდი ამას არ მოველოდ წყალი მომიტანე თქო ვთხოვე გული მქონდა ცუდად, თვალებში ვატყობდი რომ ასე არ იყო, მაგრამ ხომ იცით კარგად ნათქვამ ტყუილს ეშმაკიც კი დაიჯერებსო...

ოთახიდან რომ გავედით გიორგის დედამ თბილად გამიღიმა და მითხრა არ ინერვიულო შვილო მე ამას მოველოდი კიდევაც ჩემი შვილისგან ის უფრო გამიკვირდებოდა რომ ჰყვარებოდიო, დედაჩემმა კი ღიმილით მითხრა ჯერ პატარები ხართ და ასე სჯობს სანამ რამე ისეთ შეცდომას დაუშვებთ რომ მთელი ცხოვრება ინანოთ და ვეღარ გამოასწოროთო...

ატირებული მამასთან წავედი, მამაჩემმა დამამშვიდა ნახავ დრო რომ გავა ყველაფერი დაგავიწყდება და გაგეცინება შენს დღევანდელ ცრემლებზეო...

მართალია დამშორდა გიორგი, მაგრამ რატომღაც ისევ ძველებური, ჩემი გიო დაბრუნდა, ადრე თუ ჩემზე ყურადღების 50 %-ს ხარჯავდა ახლა 90 %-ს მაინც მე მითმობდა, სახლში გაცილებაზე, ტელეფონზე მოკითხვაზე დღეში 10 ჯერ და მთელი დღე მესიჯობაზე რომ არაფერი ვთქვა...

იმ წლის შემოდგომას გიორგი 16 წლის რომ გახდა და დაბადების დღე გადაიხადა, რა თქმა უნდა მთელი კლასი დაგვპატიჟა, განსაკუთრებულად მექცეოდა იმ დღეს, ალკოჰოლის სუნს ვერ ვიტან და 1 ჭიქა შამპანურის მეტი არაფერი დაულევია, და სახლში წასვლის დრო რომ მოვიდა რა თქმა უნდა სახლის კარამდეც მიმაცილა, ყავას თუ დამალევინებ კარგი გოგო იქნებიო, მამაჩემს გაუხარდა რომ შევედით სახლში სადღაც ეჩქარებოდა და თურმე მე მელოდებოდა როდის მივიდოდი გასაღები თან არ მქონდა, დედაჩემიც ბებიაჩემთან იყო და მე და გიო სახლში მარტოები დავრჩით, ყავა რომ დავლიეთ ფილმი ჩავრთეთ, და ხალიჩაზე მოვკალათდით როგორც ადრე რატომღაც ერთი წუთით მომეჩვენე რომ დრო გაიყინა, ისევ მე და გიორგი...

გვიან ღამემდე ვლაპარაკობდით, ხან რაზე ხან რაზე, რომ ვაცილებდი კარებში მაგრად მომეხვია, შუბლზე მაკოცა და დამემშვიდობა: "იცოდე რომ ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ხარ, და მაპატიე ყველაფერი, თუ გულს გტკენ ისევ შენი გულისთვისვეო..." ისე წავიდა სხვა აღარაფერი უთქვამს, ვერ მივხვდი მისი ეს სიტყვები რას ნიშნავდა.

მეორე დღეს სკოლაში არ მოსულა, არც მესამე დღეს, მეოთხე დღეს კი ჩემმა ერთმა კლასელმა გოგომ დამირეკა და გათხოვება მომილოცა ვერ მივხვდი თავიდან რას მეუბნებოდა, მაგრამ ბოდიში რომ მომიხადა სიტყვებით: "გავიგე გიორგის ცოლი მოიყვანია და რატომღაც ყველას შენ გვეგონეო" გავშტერდი ტელეფონი ხელიდან გამივარდა...

მთელი თვე ჩემი უახლოესი მეგობარი ყოველ დღე მოდიოდა ჩემთან სახლში, ჩემს საწოლზე ჩამოჯდებოდა და ძალით მტენიდა საჭმელს პირში, მაცმევდა და სასეირნოდა გავყავდი, ის რომ არა ალბათ ამ ამბავს ვერასდროს გადავიტანდი...ერთი თვის მერე ჭამა დავიწყე ისევ ნორმალურად, ერთი სიტყვით ვეღარავინ ვერაფერს მატყობდა გარეგნულად, მაგრამ ღამე ჩემს ოთახში მარტო დარჩენილი ჩემს მტერსაც კი შევეცოდებოდი, არავინ ჩემი თანდასწრებით გიორგის არ ახსენებდა...სკოლაში კი რომ ვხვდებოდი ისე ვიქცეოდი ვითომც არაფერი მომხდარიყოს ვესალმებოდი ჩვეულებრივ, ჩემს დაბადების დღეზეც ცოლთან ერთად დავპატიჯე რა თქმა უნდა იმ გოგოს ჩემთვის არაფერი ჰქონდა დაშავებული როგორც შემთხვევით 2 წლის შემდეგ გავიგე, ეს გოგოც ისეთივე ოჯახის მსხვერპლი იყო როგორც გიორგი, ამ გოგოს შეყვარებული ავარიაში დაღუპულა ის კი ორსულად ყოფილა, მშობლებს მუცელი მოუშლევინებიათ რის გამოც შვილი დღემდე არ ეყოლა, და გიორგის დედისათვის გიორგის ცოლობის სანაცვლოდ საკმაოდ დიდი ფული გადაუხდიათ, დედამისს გიორგისთვის რა თქმა უნდა ყველაფერი ჰქონდა ნათქვამი და გიორგიც დათანხმებულად დედის თხოვნას მაგრამ ფულის შესახებ არაფერი სცოდნია, გიორგის დედის მეტი აღარავინ ჰყავდა და 16 წლის ბიჭმა წინააგმდეგობის გაწევის ნაცვლად დედამისის სასურველი სარძლოს ცოლად შერთვა გადაწყვიტა.მე კი წორედ ამიტომ დამშორდა რომ თურმე ჩემთვის გულის მოულოდნელი ტკენა აერიდებინა თავიდან...გიორგი და მისი ცოლი შარშან დაშორდნენ, ზუსტად ჩემი ქორწილის დღეს, მეც უსიყვარულოდ გავთხოვდი, მაგრამ გადასარევი ქმარი მყავს დღეს დღეისობით და კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების, მაგრამ საკმარისი გიორგის თუნდაც სახელი გამახსენდეს, რომ შინაგანად ვინგრევი, ჩემი ოჯახი ლამისაა დაინგრეს ამის გამო. ჩემი ქმარი მეუბნება ხშირად, რომ ვუყვარვარ და ჩემი ტანჯვის ყურება არ შეუძლია მაგრამ მე მას არ დავშორდები...ის ჩემგან ასეთი მოქცევის ღირსი არ არის, მას ეს არ დაუმსახურებია...

შვილი არც მე მყავს, ხშირად მიფიქრია რომ, ალბათ რომ მყავდეს ასე აღარ დავიტანჯებოდი, მაგრამ ღმერთმა მაპატიოს რასაც ვამბობ და ჩემი შვილის მამა მხოლოდ გიორგი მინდა რომ იყოს, სხვა არავინ...

გიორგი ხშირად მირეკავს, სულ მკითხულობს და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რატომღაც ჩემი ოჯახის დანგრევას ელოდება...ამას წინათ ჩემმა დაქალმა მითხრა რომ მთვრალ გიორგის წამოსცდენია ქმარი რომც არ მიატოვოს სულ-ერთია მოვიტაცებ და თუნდაც ამ საქციელისთვის მომკლან არ ვინანებო... არ ვიცი რა ვქნა მასაც ისევე ძალიან ვუყვარვარ დღემდე როგორ მე ის, მაგრამ ჩემი ქმარი მეცოდება და თან პრეტესტის გრძნობა არ მასვენებს გიორგის მიმართ, მან თუ დედამისის საბანკო ანგარიშის შევსებას შესწირა ჩვენი სიყვარული, მე რატომ უნდა ვატკინო გული უნდანაშაულო ადმაიანს? რომელსაც ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია? მაგრამ რომ ვფიქრობ, საქმე აქ ჩემს ბედნიერებას ეხება, ჩემი ცხოვრების შეიძლება კმაყოფილი ვარ მაგრამ ბედნიერი არ ვარ...

რა გავაკეთო არ ვიცი, რჩევითაც ვერავინ მეხმარება, იქნებ თქვენ მათ ვინც ამ ისტორიას შორიდან შეხედოთ, სხვა თვალით, მირჩიოთ რამე...



ნატუკა 23 წლის

0
94
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ნინელა
ნინელა
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0