x
image
სალო123
რა უნდა წაიღონ სამშობიაროში მომავალმა დედებმა

imageქალბატონებისათვის, რომლებიც დედობისთვის ემზადებიან, ერთგვარი თავსატეხია იმის მოფიქრება თუ რა უნდა წაიღონ სამშობიაროში. და მით უფრო უჭირთ წასაღები ნივთების ჩამონათვალის შედგენა, თუ აქამდე არ ჰქონიათ ამის გამოცდილება და პირველ ბავშვს ელოდებიან.
შევეცდები რომ დაგეხმაროთ და გთავაზობთ თქვენთვის საჭირო ნივთების ჩამონათვალს:
შენთვის:
კბილის პასტა,
ჩოთქი,
ჰიგიენური საშუალებები,
თხევადი საპონი,
პირსახოცი,
ღამის პერანგი ან პიჟამო 2 ცალი
ხალათი,
რეზინის ჩუსტი( შხაპის მიღების დროს დაგისველდებათ) და თბილი ოთახის ჩუსტები.
ხელსაწმენდები,
საწოლის თეთრეული შეგიძლია წაიღო, თუმცა სამშობიაროშიც აქვთ და აუცილებელი არ არის.
ბავშვისთვის:
წინდები, სასურველია შალის, რადგან პატარას ფეხები ყველაზე ადვილა უცივდება.
ფეხებიანი შარვალი,
"ბოდეები"
მაისური
ქუდი (ეცადეთ ურეზინო თორემ თავზე შეიძლება მოუჭიროს)
შარვალი,
ზედა,
გამოსაყვანი,
ბოთლი,
საწოვარა,
ტანსაცმელი უნდა იყოს ბამბის, ან რამე რბილი ქსოვილი რომელიც კანს არ გაუღიზიანებს.
პამპერსი, თუმცა ზოგიერთ სამშობიაროში აქვთ და შესაძლებელია არ დაგჭირდეთ.

0
594
2-ს მოსწონს
ავტორი:სალო123
სალო123
594
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0