დღეს-დღეისობით მსოფლიოს ყველაზე უდიდესი სამგზავრო ლაინერი 5-ჯერ დიდია "ტიტანიკზე", "Oasis of the Seas"-ს ბორტზე განთავსებულია ფიტნესის დარბაზები, თეატრი, სპა, ჯაზ-კლუბი, უზარმაზარი აუზი და ბევრი სხვა რამ.გემის მშენებლობის ლოზუნგი იყო "ჩვენ ვამზადებთ დაუჯერებელს"-საოეკანო ლაინერი 15 მეტრით უფრო გრძელია აქამდე არსებულ ყველაზე დიდ გემზე "Queen Mary 2"-ზე რომელიც 2003 წელს იქნა დამზადებული. ხომალდის წონა 220 ათასი ტონაა, სიგრძე 360 მეტრი, სიმაღლე 72 მეტრი, ხომალდზე 16 სამგზავრო გემბანია, 2700 კაიუტა, "მცურავ ქალაქს" შეუძლია ერთდროულად მიიღოს 6630 მგზავრი და 2160 ეკიპაჟის წევრი. ხომალდის მგზავრებს შეუძლიათ შეეფარონ ნამდვილი ხის ჩრდილს, რადგან პირველად ისტორიაში გემზე დარგული იქნა ნამდვილი 12 ათასი სხვადასხვა ეგზოტიკური ხე და ბუჩქი. გემზე განთავსებულია ატრაქციონი-კარუსელები, აუზები და ჯაკუზი, კაზინო, მაღაზიები, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტი ან ტანსაცმელი ნებისმიერი გემოვნების. ლაინერზე რამდენიმე რესტორანი და ბარია, 750 მეტრიანი წყლის ამფითეატრი და 1300 ადგილიანი დახურული თეატრი. ხომალდზე მრავალი სპორტული აღჭურვილობაა, ყინულის მოედანი, ფრენბურთის და კალათბურთის მოედნები, მოედანი გოლფისთვის, ბოულინგისთვის, კლდე მთასვლელებისთვის, სპეციალური აუზი სერფინგისთვის და კიდევ ბევრი სხვა რამ. აგრეთვე გემზე არის ახალგაზრდული ზონა და საბავშვო ბაღი. ლაინერის სიგრძე 4 ფეხბურთის მოედნის ტოლია, გემზე რომ მოხვდეს მგზავრი, ნახევარი წლით ადრე უნდა შეუკვეთო ბილეთი. გემი აიგო ფინეთში, კომპანია STX-ის მიერ, შემკვეთი Royal Caribbean Cruise Line გახლავთ.