x
image
ლილი მიროტაძე
ბერი ლუკა კოკორაშვილი თეა თუთბერიძეს: "ამის გამო შენ პასუხს აგებ მკაცრად. გპირდები"

"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, თეა თუთბერიძის მიერ დღეს facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოს სათაურით "ბათუმში მღვდელმა და ქალმა ერთმანეთს აფურთხეს", სოციალურ ქსელზე ბერი ლუკა კოკორაშვილი გამოეხმაურა:image

"თუთბერიძე შე ნაძირალა მე ის მამაო ვარ ვინც მაგ კადრშია და სწორედ ის რისხვა ვარ შენი, რომელიც შენმა კუდმა და სოდმა ვერ გაააგენტა.სწორედ ის მამაო ვარ, რომელმაც მაგ ქალის მიერ მიყრილ შვილებს ფერიის ბავშვთა სახლში 4 წელი ვუვლიდი და მაგ ქალმა საბერძნეთიდან ჩამოსვლის შემდეგ მიჩივლა და შენმა სააკაშვილის დაწყევლილმა ნაცხროვამ 9 თვე უკანონო პატიმრობაში მამყოფა. სწორედ მაგ ქალის ცრუ საჩივარზე. სწორედ ის მამაო ვარ, რომელიც 2013 წლის 15 აპრილს თბილისიოს საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გამამართლებელი განაჩენით გამათავისუფლა უკანონო პატიმრობიდან. სწორედ ის მამაო ვარ, რომელიც შემდგომში ორმა ინსტანციამ სრულიად უდანაშაულოდ სცნო და აღიარა ჩემი სიმართლე. სწორედ ის მამაო ვარ, ვინც წლებია შენმა კუდმა და სოდმა შანტაჟისა და მუქარის მიუხედავად ვერ გადამიბირეს და ამის გამო ციხეში განაგრძეს ჩემი ტანჯვა წამება.სწორედ ის მამაო ვარ რომელიც მიუხედავად ციხეში უკანონოდ ჩაგდებისა არ ვუღალატე ჩემს სინდისს, ზნეობას, უფალს, პატრიარქსა და დედა ეკლესიას.სწორედ ის მამაო ვარ რომელიც ყელში გეჩხირებით ნაც ხროვას, თავისუფლების ინსტიტუტს, ბათუმის აჭარა პ.ს-ს-ა და მის რედაქტორს ჯემალ მეგრელიძესა და მთელ თქვენს მოდგმას.იქნება მაგ ვიდეოს გამოქვეყნებამდე გეყურა და მოგესმინა ეგ ფილმი და დარწმუნებული ვარ აღარ გამოაქვეყნებდი რადგან მაგ ვიდეოში ჩემი არანაირი დანაშაული არარის პირიქით ეგ ქალი მაგინებს დედას, მწყევლის და მაფურთხებს, ქალი რომლის შვილებს 4 წელი მე ვუარე და არა მარტო შვილებს არამედ მის ნათესავებსაც რაც სასამართლომ აბსოლიტურად დაადასტურა.ნაძირალავ ახლა კი რად გინდა ვინმეს დაწყევლა ისედაც ნათელია რომ შენი ნებითვე დაწყევლილი ხარ და ადამიანური ჰიპოსტასი აღარ გაგაჩნია.
მე აქვე საზოგადოების გასაგონად გეტყვი ამის გამო შენ პასუხს აგებ მკაცრად. გპირდები", -წერს ბერი ლუკა კოკორაშვილი.

1
1339
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ლილი მიროტაძე
ლილი მიროტაძე
1339
  
2014, 20 თებერვალი, 1:29
ჩემი აზრით სწორედ ასაა საპატრიარქოს მთავარი პრობლემა რომ ასეთ მოძველბიჭო, უკულტურო და უზრდელ ინდივიდებს ანაფორაში გამოწყობის და აზრების ფრქვევის უფლება მისცა!!
0 1 1