შოუბიზნესი ბადურაშვილი: "ნაცებს არ მივტირი. არასდროს არავისტი არ ვყოფილვარ, უბრალოდ კულტურის მინისტრს რამე აინტერესებს ნეტა?" 2013, 14 ნოემბერი, 1:06 ცნობილი ქართველი მომღერალი ნინი ბადურაშვილი თბილისის მოდის კვირეულის ჩაშლას facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმიანება:
"კულტურის მინისტრს არ აინტერესებს მოდა, მუსიკა და რამე აინტერესებს ნეტა? როდესაც ისეთ პატარა ქვეკანასში ცხოვრობ, როგორიც საქართველოა და შესაბამისად ფული არ ტრიალებს, მთავრობამ უნდა შეუწყოს ხელი შოუბიზნესის თუ მოდის განვითარებას, რადგან ეს მისთვისაც კარგია და ეს უნდა ესმოდეთ...
არც ნაცებს მივტირი და არც არაფერს, სხვა რამეზე მაქ აქ საუბარი. უბრალოდ კულტურის მინისტრი ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს ... სირცხვილია. ყველაფერს ერთი ადამიანი ვერ მოაგვარებს და არც ევალება ეს კონკრეტულად ამ ადამიანს ევალება რომლის ფუნქციაც ვერ გავიგე ... არასდროს არავისტი არ ვყოფილვარ. მე იმისტი ვიქნები და ვარ, ვინც ჩემ ქვეყანას და ხალხს მიხედავს !", - წერს მომღერალი.
მოდის კვირეულის ჩაშლაზე უკმაყოფილება მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემაც გამოთქვა და მანაც კულტურის მინისტრი გააკრიტიკა.
"თვითონაც თვითკმარი რომ იყოს? სავარაუდოდ თვით-უზრუნველყოფას ნიშნავს და თავის ჯიბითო თუ სწორად მივხვდი. ესე იგი საქართველოში ყველა და ყველაფერი თვითკმარი უნდა იყოს რაც კულტურის სამინისტროს შეეხება", -წერს გაჩეჩილაძე. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მოდის კვირეულს, რომელიც ოთხი წელია ტარდება, წელს კულტურის სამინისტრო აღარ დააფინანსებს, რის გამოც რიგით მეცხრე კვირეული აღარ ჩატარდება. 1910 3-ს მოსწონს 1-ს არა
|