შოუბიზნესი "TBILISI FASHION WEEK" ჩაიშალა - თაკო ჩხეიძე მიზეზებზე საუბრობს 2013, 13 ნოემბერი, 23:20 თბილისის მოდის კვირეული აღარ გამართება. მისმა ორგანოზატორმა, ცნობილმა მოდელმა თაკო ჩხეიძემ "პირველ არხთან" კულტურის სამინისტროდან მოდის კვირეულის დაფინანსების უარის თქმის მიზეზებზე ისაუბრა. თაკო ჩხეიძის განცხადებით, როგორც კულტურის სამინისტროდან განუმარტეს, არაჩვეულებრივი ღონისძიებაა, მაგრამ მოდა პრიორიტეტი არ არისო. ცნობილ მოდელს ამაზე საპირისპირო პასუხი აქვს. მისი თქმით, მოდა კულტურის ნაწილია. დიზაინერ თამუნა ინგოროყვას თქმით, რომელმაც სხვა დიზაინერებთან ერთად შემოდგომისა და ზამთრის კოლექცია ჩვენებებისათვის უკვე მოამზადა, ეს სამოდელო სფეროს სეზონური ჩავარდნაა, რადგან ქართველი მომხმარებელი კოლექციას ვერ ნახავს, რომელიც მისი თქმით, კარგი მყიდველია და ასევე ის უცხოელი სტუმრები, რომლებიც სპეხიალურად ამ ღონისძიებებისათვის ჩამოდიოდნენ. დიზაინერ ეკა ნანიტაშვილისათვისაც მიუღებელია ღონისძიების ჩაშლა. დიზაიერებთან ერთად უკმაყოფილებას ფოტოგრაფებიც გამოთქვამენ. "კიკალა სტუდიოს" დირექტორ ფოტოგრაფ მამუკა კიკალიშვილის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება პირველ რიგში წარმოების განვითარებას უწყობდა ხელს და მისი ჩაშლა ამ პროცესს შეაჩერებს. გაუქმდება თუ არა მოდის კვირეული საქართველოში, ცნობილი არაა, თუმცა დიზაინერები და ორგანიზატორები მომავალი სეზონისათვის სახელმწიფოსა და სპონსორების იმედს იტოვებენ. შეგახსენებთ, თბილისის მოდის კვირეული ოთხი წელია უკვე იმართება. წელს კი მის დაფინანსებაზე კულტურის სამინისტრომ და თბილისის მერიამაც უარი თქვა. 61 1-ს მოსწონს 1-ს არა
|