x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
პოლიცია უძლურია დაადგინოს ჯაშუშის სიკვდილის მიზეზი, რომელიც სამგზავრო ჩანთაში იპოვეს გარდაცვლილი

imageჩვენ ვერ შევძელით გაგვეგო როგორ გარდაიცვალა ჯაშუში "მი-6" - აცხადებს პოლიცია. 31 წლის გარემ უილიამსი თავის ბინაში იპოვეს გარდაცვლილი. ის სამგზავრო ჩანთაში იყო ჩაკეტილი. შემთხვევა 2010 წლის აგვისტოში მოხდა. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობდა. ახლა კი სკოტლანდ იარდის ოფიცერმა გამოაცხადა, რომ "მი-6" -ის სიკვდილი შემთხვევითობა იყო. განაცხადეს, რომ მის სიკვდილში არავის არ მიუძღვის ბრალი, თუმცა საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოტანა უჭირთ, რადგან შარშანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბატონი უილიამსი გარდაცვლილია რაღაც სხვა რამით. სკოტლანდ იარდის დეტექტივი ვარაუდს გამოთქვამს, რომ ბ-ნი imageუილიამსი თვითონ ჩაძვრა ჩანთაში, რათა ევარჯიშა ამ საქმეში, ვინმეს ჩარევის გარეშე. რომ საქმე ეხება ტრაგიკულ შემთხვევით სიკვდილს. აგრეთვე დაამატა, რომ არ იყო არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ სიკვდილის მომენტში მის სახლში იყო ვინმე. ამის მიუხედავად ბინიდან ამოღებულია 10-15 ადამიანის კვალი, ჩატარდა გამოკვლევა, მაგრამ არცერთი მათგანის შეხებაც კი არაა აღნიშნული ჩანთაზე. მის შემთხვევით სიკვდილს არ იზიარებს გარემის ოჯახი. ისინი ამბობენ, რომ მათი შვილი მოკლულია.

გამოძიების თხოვნით, იოგის სპეციალისტი შეეცადა ზუსტად ისეთივე ჩანთაში ჩაძრომას და წარმატებით გაართვა თავი. ჩანთა, როგორც გარემის შემთხვევაში, აბაზანაში იყო ჩადებული.image

გარემი რამდენიმე წლის წინ სახლის პატრონმა გადაარჩინა, როცა ტრუსების ამარა იყო მიბმული საწოლზე და ვერ ახერხებდა გათავისუფლებას. მის ბინაში აღმოჩენილია დაახლოებით 15 000 სტერლინგის ქალის ტანისამოსი და ნივთები, რაც ბადებს ეჭვს, რომ მას ტრანსვესტიტური გადახრებიც ჰქონდა.image

რაც მთავარია, საქმე imageოფიციალურად დაიხურა, მაგრამ პასუხგაუცემელია კითხვები:
ჩანთის საკეტზე არ აღინიშნებოდა მიცვალებულის ანაბეჭდები, რომლებიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო. საკვირველია, რომ ბინაში იყო ჩართული გათბობა, როცა იდგა აგვისტო. ის 6 დღის მანძილზე არ გამოცხადდა სამსახურში, სანამ იპოვიდნენ, იქიდან არც კი მოიკითხა არავინ.

4
87
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
87
  
2013, 14 ნოემბერი, 11:02
ძალიან საინტერესო სტატიაა
2013, 14 ნოემბერი, 0:31
არცაა საჭირო, გამგები ისედაც მიხვდება.
2013, 14 ნოემბერი, 0:27
გმადლობთ, ალბათ კარგად ვერ გადმოვთარგმნე. ახლა ვეღარ შევცვლი.
2013, 14 ნოემბერი, 0:19
შესწორების სახით! "მი 6" არა აგენტის მეტსახელია, არამედ ინგლისის საგარეო დაზვერვის.
0 1 4