x
image
ლილი მიროტაძე
ანი ნადარეიშვილი: "მამა თუ რაღაც ელიზბარი ხარ, წყევლა დაგავიწყდა, წყევლა..."

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე და "თავისუფლებისა და მხარდაჭერის" ცენტრის დამფუძნენელი ანი ნადარეიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე მამა ელიზბარის გimageანცხადებას ეხმაურება:

"მამა ნიკოლოზს (თეიმურაზ ტაბაღუას), რომელსაც პროკურატურაში ძალით და მუქარით მიაცემინეს ჩვენება ბაჩოს წინააღმდეგ, სინდისი ქეჯნიდა, სწორედ ამიტომ მოვიდა ჩვენთან ოფისში და გააკეთა ვიდეო-მიმართვა, სადაც სიმართლე ილაპარაკა, ამის გამო საპატრიარქომ დასაჯა იგი და მღვდლობა შეუჩერა, რატომ არ აიღე კურთხევა ჩვენგან სანამ ტელეკამერების წინ ილაპარაკებდიო . მაინტერესებს ამ მამა ელიზბარს კურთხევა ჰქონდა საპატრიარქოსგან როცა დღეს TV3-ში განაცხადა "ბაჩო ახალაია ჩემთვის ერთი ნაძირალა გათახსრებული კრიმინალია"-ო და ასევე მაინტერესებს რა ორდენს ჩამოკიდებენ დღევანდელი განცხადების შემდეგ?
ხო, კიდევ მამა თუ რაღაც ელიზბარი ხარ, წყევლა დაგავიწყდა, წყევლა", -წერს ნადარეიშვილი.

მამა ელიზბარის განცხადებით, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია მისთვის ნაძირალა და გათახსირებული კრიმინალია:
"თეა თუთბერიძესთვის ბაჩო ახალაია ეროვნული გმირია, ჩემთვის, 38 ათასი პატიმრისთვის, მათი ნათესავებისთვის და თითქმის მთელი საქართველოსთვის ერთი ნაძირალა, გათახსირებული კრიმინალია.
როდესაც "ნაციონალური მოძრობა" იყო სახელმწიოფო სათავეში, რატომ იყო მაშინ აუცილებელი სასულიერო პირისთვის სააკაშვილის ორმეტრიანი სურათის გამოკიდება? ადამიანს, რომელსაც მამა ბართლომე ჰქვია, აქვს თავისი რეაქცია ნებისმიერ საკითხზე".

მისი თქმით, აუცილებელია ეკლესია ღიად ერეოდეს პოლიტიკაში.

3
636
2-ს მოსწონს
ავტორი:ლილი მიროტაძე
ლილი მიროტაძე
636
  
2013, 19 ნოემბერი, 14:29
მართლა ვერ გამიგია ასე უბრალოდ როგორ ლანძღავენ და ცინიკურად მოიხსენიებენ სასულიერო პირებს...თუნდაც უმძიმესი ცოდვის ჩამდენი იყოს...ჩვენ ვისზე უკეთესები ვართ რამით
2013, 14 ნოემბერი, 0:51
მამა ელიზბარისნაირი მოძღვრები იშვიათია,ეს ის მამაოა 9 აპრილს ეკლესიაში რომ მალავდა ხალხს და ჯარისკაცებს შიშველი ხელით და ჯვრით უმკლავდებოდა და ბოლოს არ გეშინიათ უფლის სამჯავროსი სასულიერო პირებს რომ აკრიტიკებთ.ღმერთმა შეგინდოთ ცოდვები,ნუღარ დაიმძიმებთ სულს ცოდონო ხართ,მე გულით მეცოდებით რადგანაც ვიცი რომ თითზე ჩამოსათვლელია ის ხალხი ვისაც თქვენი ესმის და სჯერა
0 1 3