საზოგადოება "ბათუმში მღვდელმა და ქალმა ერთმანეთს აფურთხეს"- თუთბერიძე ვიდეოს აქვეყნებს 2013, 13 ნოემბერი, 13:13 "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, თეა თუთბერიძე გუშინ ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ "დიდი პოლიტიკა"-ს სტუმრობდა, რომელსაც დღეს facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:
"კიდევ თუთბერიძე ებრძვის ხომ ეკლესიას და მართლმადიდებლობას? მამა ალექსანდრე გალდავამ, როგორც გუშინ განმიცხადა გრიგოლიას გადაცემაში, ერთ მხარეს მე ვარ თურმე და მეორე მხარეს ყველა მღვდელი და ვინაიდან ეს მღვდლები მიიჩნევენ, რომ მე ვებრძვი ეკლესიას და მართლმადიდებლობას, ამიტომ ეს ასეა. კარგით ბატონებო, როგორც გენებოთ, ვიყო მე ეკლესიის მტერი, ანტიქრისტე, სატანის მოციქული და სატანის მოციქულის მოციქულიც, მთავარია თქვენ ხომ ხართ კეთილისმყოფელები მართლმადიდებელი ეკლესიის", -წერს თუთბერიძე და ვიდეოს აქვეყნებს. "ინგა გრიგოლიას გუშინდელი გადაცემის შემდეგ ჩემი facebook-ის Inbox-ში ბევრი წერილი მოდის. ერთ-ერთი მათგანი: "გამარჯობა თეა. გუშინ ვუყურე გრიგოლიას გადაცემას. გეთანხმებით ბევრ რამეში. მღვდელი გალდავა რომ იძახდა, თქვენ არ იცით ეკლესია რამდენ ადამიანს ეხმარებაო, მინდა ერთი მეც მიმასწავლოს გზა. ფეისბუქზე ვერ ვიპოვე რომ მეკითხა. 92 წლიდან ეკლესიაში დავდივარ. მყავს 5 მცირეწლოვანი შვილი. გაჭირვებთ ვზრდი, ნახევრად მშივრები არიან. ჩემთვის ხელი არ გამოუწვდიათ მაგათ, არ აინტერესებთ ვის უჭირს, არ აინტერესებთ ვინ არის შეძლებული. ჩემს ოჯახს ეხმარებიან "ტერეზები" 1 ბოთლი ზეთით და 1 კილოგრამი შაქრით. ესეც მნიშვნელოვანია. ნუთუ მაგათ ეს არ შეუძლიათ? განა რამდენი მრავალშვილიანი ოჯახია? რომ გვეუბნებიან გამრავლდით. ვისაც მე ვიცნობ ყველა მრავალშვილიან ოჯახს ძალიან უჭირს. პირადად მე საპატრიარქოს რამოდენიმეჯერ მივმართე დახმარებაზე, მაგრამ უარი მივიღე. ჯიპებს ხომ არ გაყიდიან? რა ქნან. კიდევ ბევრი მინდა მოგწეროთ... მაპატიეთ შეწუხებისთვის", -წერს თუთბერიძე. გადაცემის ჩანაწერი შეგიძლია იხილოთ აქ : 922 1-ს მოსწონს 1-ს არა
|