x
image
K.P.
სოფო ნიჟარაძის სახეცვლილება, პლასტიკური ოპერაციები და ცხოვრებისეული გზა
imageსოფო ნიჟარაძე ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მომღერალი გახლავთ. თითქოს ყველანი ვიცნობთ მას, მაგრამ თურმე მისი ცხოვრების შესახებ ბევრი რამ არ გვცოდნია.


პირველი იყო ოჯახში ვინც პროფესიად სიმღერა აირჩია. მამა ნჟინერი ჰყავს, დედა კი ექიმი.

ალბათ არ იცით, რომ სოფომ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად იმღერა ფილმისთვის "იავნანამ რა ჰქმნა?!


სოფომ მიზანი დაისახა, სურდა მოსკოვში, გნესინების მუსიკალურ აკადემიაში ჩაებარებინა. ყველასდა გასაოცად მან ეს შეძლო და მოსკოვში დაიდო ბინა. მოგვიანებით სოფო თეატრალური აკადემიის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტიც გახდა. ის ქართულ რესტორანში ვახშმობდა, სადაც ნუგზარ კვაშალიც იყო. "ეს გოგონა დიდი მომღერალი გახდება!"-ასე წარუდგინეს სოფო კვაშალს.

სოფო კასტინგზე დაიბარეს და "ჩხიკვთა ქორწილში" მთავარ როლზე მიიწვიეს. ოჯახში განებივრებული მოსკოვში დამოუკიდებელი გახდა. "ჩხიკვთა ქორწილში" ერთ-ერთი მთავარი არია ყინულზე უნდა შეესრულებინა. ფულის დაზოგვის მიზნით მწვრთნელი არ აუყვანია. დაცემისას თავი რომ არ დაეზიანებინა, ხელს აშველებდა.

image

მარჯვენა ხელი ახლაც სტკივა. რეპეტიციის შემდეგ სასწრაფოდ გარბოდა, მეტროს ბოლო რეისისთვის რომ მიესწრო. ტაქსის ფული არ ჰქონდა. "ჩხიკვთა ქორწილში" სოფო ნიჟარაძე შეამჩნია კატერინა ფონ გეჩმენ-ვალდეკმა.
ეს გავლენიანი ქალბატონი გახლავთ, რომელიც მიუზიკლების ჯადოსნურ სამყაროში მისი პროდიუსერი გახდა და შესთავაზა ესმერალდას როლი "ნოტრდამ დე პარიში". ამ სპექტაკლით დასმა მთელი რუსეთი მოიარა. ფრანგმა რეჟისორებმა მთავარი როლისთვის მიუზიკლში "რომეო და ჯულიეტა" სწორედ სოფოზე შეაჩერეს არჩევანი. სოფოს რომანი ჰქონდა ცნობილ ჰოკეისტ პაველ ბურესთან.
სამწუხაროდ მათი გზები გაიყარა. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სოფო სამშობლოში დაბრუნდა. არ დაბრუნებულა იმისთვის, რომ პატრიოტიზმის გამო ვინმეს შეექო ან გაეკიცხა, გააკეთა ის, რაც სწორად მიაჩნდა. არ ნანობს!image

სოფომ შეძლო და დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალია. შესანიშნავად მღერის-ამაზე არ ვკამათობთ. დღემდე ბევრს საუბრობენ მის რომანზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რასაც მომღერალი უარყოფს, თუმცა ქვეყნის პირველ პირზე საუბარი არ სურს. გული მტკივა, როდესაც საკუთარ თავზე ასეთ ბოროტულ ჭორებს ვიგებო. სოფო არც საკუთარ რჩეულზე საუბრობს, იცის, რომ მის ყოველ სიტყვას ახალი ჭორების აგორება შეუძლია. საზოგადოების ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ სოფო და მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ დაქორწინდებოდნენ. თუ მათ დავუჯერებთ ქორწილი კარს მოგვდგომია...

სოფო ყოველთვის მომხიბვლელი ქალი გახლდათ, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაუკეთებია. შედეგი შესაშურია, სახეცვლილებაც შესამჩნევი.

ცნობილმა მომღერალმა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტელეპროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა გადაწყვიტა. სარისკო გადაწყვეტილებამ გაამართლა, სოფო შესანიშნავად სძლევს სხვადასდხვა ცეკვებს, ჟიურის კომპლიმენტებსაც ხშირად იმსახურებს. მისი მეწყვილე რამაზ ლაზარიშვილი გახლავთ. ერთმანეთს შესანიშნავად შეეწყვნენ.

ვუსურვოთ სოფოს წარმატებები...

გთავაზობთ სოფოს სახეცვლილებას, ბავშვობიდან დღემდე... image
imageimageimageimageimageimage






imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
806
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
806
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0