x
მეტი
  • 06.07.2024
  • სტატია:135806
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510197
ტაძარი რომელიც მამა გაბრიელმა თავისი ხელით ააშენა

ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი, ერისკაცობაში (გოდერძი imageვასილის ძე ურგებაძე, ) 1929 წლის 26 აგვისტოს თბილისში ნავთლუღის უბანში დაიბადა.
არქიმანდრიტ გაბრიელს ჩვენი ქვეყნისა და რელიგიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში მოუწია მოღვაწეობა. საბჭოთა ტირანია მძვინვარებდა, ანადგურებდნენ სიწმინდეებს, ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს და სდევნიდნენ ღვთისმსახურებს.
მამა გაბრიელიც არაერთხელ გამხდარა მათი მსხვერპლი, თუმცა იგი არ ეპუებოდა იმ ურჯულო რეჟიმს.
imageმამა გაბრიელმა თავის ეზოში საკუთარი ხელით პატარა
ოთხგუმბათიანი ეკლესია ააგო. იგი ხშირად ამბობდა: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნებაო“.
ის აგროვებდა კომუნისტების მიერ გადაყრილ ხატებს და სხვადასხვა სიწმინდეებს, სვამდა ჩარჩოში,
ასუფთავებდა და თავისი ხელით აგებულ ტაძარში აბრძანებდა.
რწმენისაგან დაცლილი იმჟამინდელი ურჯულო ხელისუფალნი ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს და ფიზიკურად ანადგურებდნენ ღვთისმსახურებს. მამა გაბრიელსაც ხშირად ემუქრებოდნენ და ეკლესიის დანგრევას აიძულებდნენ.
იყო შემთხვევები, როდესაც მივიდოდნენ, რაღაც ნაწილს ეკლესიისას დაანგრევდნენ, ხოლო მეორე დღეს ჩუმად ფულს სთავაზობდნენ, რაც დავანგრიეთ აღადგინეთო.
ღვთის წყალობით, ეს ტაძარი გადაურჩა იმ ავბედით წლებს და კვლავაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე, სადაც უამრავი მორწმუნე მიდის და მამა გაბრიელს სულიერ სიმშვიდესა და შემწეობას სთხოვს.
imageimageimageimageimageimageimageimage




























1
428
5-ს მოსწონს
ავტორი:david danelia
david danelia
428
  
2013, 11 ნოემბერი, 23:33
ამისთანა სტატიას რომ ლაიქები არ ექნება სირცხვილია ხალხო.
0 1 1