x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს ყველაზე საშიში ადგილები.
imageთუ მზად ხართ ემოციების გამოყოფისთვის და ნებისყოფის გამოცდისათვის, მაშინ გთავაზობთ სტატიას "მსოფლიოს ყველაზე საშიში ადგილები", სადაც შეხვდებით მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყნის ძალზე უცნაურ და საშიშ ადგილებს, როგორიცაა: ციხე-კოშკი, სასჯელ აღსრულების დაწესებულება, სასაფლაო, ქალაქი, მაგისტრალი, კატაკომბები და სხვათას.


1). საშინელი ადგილებიდან პირველ ადგილზე გახლავთ "ბოროტი მუზეუმი", რომელიც მდებარეობს რუმინეთის ციხე-სიმაგრეში, ლეგენდაც დრაკულაზე სწორედ აქ წარმოიშვა. ამ ციხის ცათამბჯენი გალავანი თავისი გამოსახულებებით შიშის ზარს სცემდა ერთ საუკუნეზე მეტ ხანს თავის მომნახველებს და ლეგენდის თანახმად ციხე ეკუთვნოდა პრინც ვლად IV-ეს, იგივე ვლად დრაკულას, რომელიც ასევე ლეგენდის თანახმად, რომლის ორი მოსაზრება არსებობს, გარიყული იყო ნათესავებისგან დაავადების გამო და მეორე- ამ კოშკში მხოლოდ დასასვენებლად მიდიოდა ვამპირული მონადირების შემდგომ. მოგვიანებით კი ციხეს რესტავრირება გაუკეთა ამერიკელმა რეჟისორმა "ფრენსის ფორდ კოპოლამ" განთქმული ფილმის "დრაკულა"-ს 1992 წელს გადაღების დროს.

image
image


2). მეორე ადგილზეა "მელბურნის ციხე" ავსტრალიაში. სადაც სტუმრები წააწყდებიან პატიმართა დასასჯელი, ე.წ. "სასიკვდილო ნიღბების" სრულ კოლექციას. ამათგან ორ მათგანს წარმოგიდგენთ, სურათზე დაინახავთ "თეთრ ნიღაბს", რომელსაც პატიმარი ე.წ. სეირნობის დროს ატარებდა კომუმიკაციის მიზნით და მეორე, "შავ ნიღაბს" კი უკეთებდნენ დაუმორჩილებელ პატიმარს მეტი ტკივილის მიყენების მიზნით.


image
image
image


3). პირველ სამეულს ასრულებს "სასაფლაო კომპლექსი დილმუნი", რომელიც მდებარეობს ბახრეინში და დაკრძალულია მძიმე სასჯელის ხალხი.

image


4). მეოთხე ადგილს იკავებს "პორტი Raleigh"-ი, რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ სახელმწიფო კაროლინაში. გიდები კი დამთვალიერებლებს უყვება აქ მაცხოვრებელთა ცხოვრების ისტორიებს, (რის მოსმენაზეც მათ თმები ყალყზე უდგებათ) თუ როგორ გაუჩინარდა უამრავი ინგლისელი კოლონისტი უკვალოდ იმ ადგილიდან.

image


5). მეხუთე ადგილზეა "ჯვრების ქალაქი შაულაი", მდებარეობს ჩრდილო ლიტვაში, სადაც ნახავთ ათასობით სხვადასხვა ფორმისა და წარმოშობის ჯვარს. ლეგენდის თანახმად იქ მდებარეობდა ასევე ხის ციხე-კოშკი "კულა", რომელიც "Livonian"-ის ორდენის თანახმად 1348 წელს დაუწვავთ. თუმცა მაცხოვრებლებმა მოახერხეს მაინც იმ ადგილის გადარჩენა სრულ განადგურებას და დღეს ერთ-ერთი პოპულარულ ჯვრის მატარებელთა თაყვანისცემის ადგილს წარმოადგენს.

imageimage

6). მეექსვე ადგილზეა "ქალაქი ცენტრალია" პენსილვანიის შტატში, სადაც 46 წლის მანძილზე ამოდის გზებზე მიტოვებულ შახტაში გაჩენილი ხანძრის კვამლი, ხოლო ხანძრის მიზეზი კი დღემდე გაურკვეველია. ვინაიდან ქალაქი გახვეულია ბურუსსა და ნავლში, იქ ცხოვრებაც შესაბამისად შეუძლებელია 1980 წლიდან. ყველასათვის კარგათ ნაცნობი ფილმი "საილენტ ჰილი"-ს გადაღების შთაგონების წყაროც სწორედ ეს ქალაქი გამხდარა, თუმცა ამ კინოში რა საშინელებებიც ხდება, მსგავსი ქალაქში არ არსებობს, ეს მხოლოდ რეჟისორის ფანტაზიაა.

image
image


7). მეშვიდე ადგილს კი იკავებს "ავსტრიის თემთა გალშტატი". მდებარეობს ძნელად მისაღწევ ალპურ რელიეფზე. მემკვიდრე იუნესკოს მსოფლიოს ძეგლადაა ცნობილი ბოლო 3 ათასი წლის განმავლობაში და მიუხედავად ამ ცნობადობისა, აქ მოსახლეობა მხოლოდ ათას ადამიანს შეადგენს, ვინაიდან ტერიტორია განიცდის დეფიციტს მიწისას ქანებსა და ტბებს შორის არეალის განუვითარებლობის გამო. მიწიდან გარდაცვლილთა ძვლები ზემოთ ტივტივს იწყებდა ხოლმე, რის გამოც დაკრძალვის დროს უკეთებდნენ ვინაობის საგანგებო წარწერას, ხოლო დღეისათვის კი სპეციალური დაკრძალვის ადგილი აქვთ გამოყოფილი.

image
image

8). მერვე ადგილზე გახლავთ "ამერიკული Waycross"-, რომელიც მდებარეობს ჯორჯიის შტატში და ცნობილია ალიგატორებზე ლეგენდებით ადგილობრივ ჭაობებში. სადაც ასევე წააწყდებით ინდიელთა უძველეს სამარხებს.

image


9). მეცხრე ადგილზეა "ციხე-კოშკი Castlereagh". მდებარეობს ინგლისის ქალაქ Keswick-ში. მოპოვებული მასალის მიხედვით მასზე დაწვრილებითი ინფორმაცია არ მაქვს.

image


10). და ბოლო, მეათე ადგილზეა "პარიზის კატაკომბები". სადაც საუკუნეების ძვლებით არის წარმოდგენილი მიწისქვეშა ლაბირინთი, რომელიც XVIII-ე საუკუნის ბოლოთი თარიღდება და მოიცავს ექსვი მილიონი ადამიანის ძვალს. გალავანი კი სხვადასხვა წყაროს მიხედვით გადაჭიმულია 187-დან 300 კილომეტრამდე.

image

1
438
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
438
  
2013, 12 ნოემბერი, 13:18
საინტერესო და კარგი სტატიაა.
0 1 1