x
image
ირაკლი ხირსელი
ეშტონ კატჩერის და მილა კუნისის ქორწილი

როგორც ცნობილი გახდა, ეშტონ კატჩერის და მილა კუნისის ქორწილი ამ გაზაფხულისათვის არის დაგეგმილი .
მილა და ეშტონი პაპარაცების ობიექტივში სან-ტროპეს ერთ-ერთ სანაპიროზე მოხვდნენ.წყვილი ბრიტანელ პრინცესა ბეატრისთან და მის შეყვარებულთან ერთად ისვენებდა.
გავრცელდა ჭორი, თითქოს ისინი მალე დაქორწინდებიან.ქორწილი კი მზიან სან-ტროპეში გაიმართება.
კატჩერის ნაცნობმა ჟურნალ “The Sun”–ს წყვილის თაფლობის თვის გატარების ადგილის საიდუმლო გაუმხილა:„მათ სექტემბერში სან-ტროპეს რომელიღაც სანაპიროზე გადაწყვიტეს დაქორწინება.თაფლობის თვეს ეშტონი კოსმოსში გაატარებს, Virgin Gallactic-ის ერთ-ერთ გემზე.მასთან ერთად მილაც გაფრინდება, როგორც მისი საქორწინო საჩუქარი.
ეშტონი მე-50-ე ადამიანი იქნება, ვინც კოსმოსში გაფრინდება.ამ ამბავმა მე ძალიან გამახარა”, განაცხადა Twitter -ში კომპანია Virgin-ის მფლობელმა რიჩარდ ბრენსონმა.
შეგატყობინებთ, რომ კატჩერმა კოსმოსში გამგზავრების ბილეთი 200.000 აშშ დოლარად შეიძინა.
imageimageimage




0
52
3-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ხირსელი
ირაკლი ხირსელი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0