ფეხბურთი ჟულიო სეზარი შინ ბრუნდება 2012, 22 მარტი, 22:31 მილანის ინტერის კარის დარაჯი, ბრაზილიელი ჟულიო სეზარი მალე სავარაუდოდ სამშობლოს დაუბრუნდება. იგი ყოველთვის გამოხატავდა ტავის სურვილს კარიერის სამშობლოში, კერძოდ "ფლამენგოში" დასრულების შესახებ. როგორც ჩანს მისი ოცნება მალე ახდება. მკითხველს შევახსენებ ჟულიო სეზარი ინტერში 2005/2006 წლების სეზონში გადმოვიდა და დღემდე 221 შეხვედრა ჩაატარა. რაც შეეხება ნაკრებს იგი ბრაზილიის ნაკრებში 2004 წლიდან გამოდის და ამ ხნის განმავლობაში მან 41 მატჩი ჩაატარა ეროვნული გუნდის მაისურით. მომზადებულია "ტუტოსპორტის" მიხედვით. 6 1-ს მოსწონს
|