გუშინ ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის სამი მატჩი გაიმართა. რა თქმა უნდა, დღის ცენტრალური შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგა. მადრიდის "რეალმა" "სოსიედადს" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. "თეთრების" გამარჯვებაში უდიდესი წვლილი კრიშტიანუ რონალდუმ შეიტანა.
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა. ამით, რონიმ ბომბარდირთა დავაში პირველი ადგილი დაიკავა. მას ამ მომენტისთვის 16- გოლი აქვს გატანილი. დიეგო კოშტას თანაქალაქელამდე 3 გოლო აკლია. მისი "ატლეტიკო" დღეს ჩაატარებს ტურის მატჩს.
მცირე პაუზის შემდეგ, კვლავ იგებს ბილბაოს "ატლეტიკი". ბასკემა შინაურ კედლეში "ლევანტეს" სძლიეს. მატჩი ძალიან უხეში გამოდგა. მაყურებელმა 3 გატანილი გოლის გარდა, 8 ყვითელი და 1 წითელი ბარათიც იხილა. "ატლეტიკი" ამჟამად, თავისთვის საკმაოდ კარგ, მე-6 პოზიციას იკავებს.
"ხეტაფესა" და "ელჩეს" შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
"რეალი" 5:1 "სოსიედადი"
გოლები: რონალდუ- 12, 26 (პენ.), 76, ბენზემა- 18, ხედირა- 36
გრიზმანი- 61
გაფრთხილება: პეპე, არბელოა – გონსალესი