x
ვის დარჩება "ოქროს ბურთი": 23 კანდიდატი ცნობილია

imageფიფამ და "ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთის" მოცილე კანდიდატთა 23-კაციანი სია გამოაქვეყნეს. ასევე, გამოქვეყნდა წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზის მაძიებელთა 10-კაციანი სია.
ახლა ჯერი ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელებსა და კაპიტნებზეა (ჩვენს შემთხვევაში თემურ ქეცბაია და ჯაბა კანკავა), მათ უნდა ამოარჩიონ კანდიდატებს შორის ყველაზე ღირსეულები. ამას დაემატება "ფრანს ფუტბოლის" მიერ შერჩეული მედიასაშუალებების ხმები.
13 იანვარს ციურიხში დიდი გალა-ცერემონიალი ჩატარდება, სადაც გამოცხადდება კიდევაც "ოქროს ბურთის" მფლობელის ვინაობა. დასახელდება ფიფას წლის გუნდი, პუშკაშის სახელობის პრიზი გადაეცემა წლის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორს, გაიცემა ფიფას "ფეარ პლეის" პრიზი და ასე შემდეგ.

"ოქროს ბურთის" 23 კანდიდატი ფიფას საფეხბურთო კომიტეტმა "ფრანს ფუტბოლის" ფეხბურთის ექსპერტებთან ერთად შეარჩია. ასევე, შეირჩა 10 მწვრთნელი კანდიდატიც.

დეკემბრის დასაწყისში დასახელდება 3-3 ფეხბურთელისა და მწვრთნელის სახელი, რომელთაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს, თუმცა მათ შორის გამარჯვებულის ვინაობა იანვრამდე საიდუმლოდ დარჩება.

5
12
2-ს მოსწონს
ავტორი:Leo_N
Leo_N
12
  
2013, 10 ნოემბერი, 19:27
ამაში გეთანხმები. ბევრს ჯობია მაგრამ ყურადღებას არც კი აქცევენ.
2013, 10 ნოემბერი, 19:23
რეკორდებს ამხობს გოლების რაოდენობით და უბრალოდ სასაცილოააა:):):)
2013, 10 ნოემბერი, 19:22
უბრალოდ რა გააკეთოს უკვე ამისთვის აღარ ვიცი,ზედიზედ ორი თამაია ჰეთრიკს იფორმებს, ყველა თამაშსი რომელი ფეხბურთელი ბრწყინავს მასზე მეტად მაინტერესებს უბრალოდ...საოცარი ტექნიკა და საოცარი სილამაზე აქვს მის თამაშს და ძალინ დიდი უსამართლობა იქნება ამის დაუფასებლობა
2013, 10 ნოემბერი, 19:17
რათქმა უნდა ;)))
2013, 10 ნოემბერი, 19:16
კრიშტიანუ!!!
0 1 5