დიეტოლოგია პარაზიტებიც კი არ ეტანებიან საკვებს,რომელსაც მილიონობით ადამიანი მიირთმევს. 2013, 10 ნოემბერი, 16:20 ერთმა კანადელმა დედამ–მელანი ხესკეტმა ონტარიოდან, გადაწყვიტა დაემტკიცებინა შვილებისთვის რომ McDonalds ცუდია.მოქმედება მელანიმ დაიწყო დაკვირვებითი მეთოდით.აიღო ჩიზბურგერი და დადო სამზარეულოს მაგიდაზე დიდხანს.თითქმის ერთი წელი იდო ჩიზბურგერი, მაგრამ ის ისე გამოიყურებოდა როგორც ახალი.მელანი რომელიც პროფესიონალი დიეტოლოგია ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში, აღნიშნავს რომ ამ დროის მანძილზე, რამდენათაც გასაკვირი არ უნდა იყოს, არც ობის სოკო გაუჩნდა ჩიზბურგერს და არც არასასიამოვნო სუნი მიუღია.თითქოს პარაზიტებიც კი არ ეკარებიან იმ პროდუქტს, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი სიამოვნებით მიირთმევს.ერთადერთი რაც შეიცვალა, პური სიძველისგან გაქვავდა და კატლეტმა ცოტათი ზომაში მოიკლო, ხოლო ყველი მშვენივრად გამოიყურებოდა და არც სუნი ქონდა ცუდი ჩიზბურგერს.ასეთი ძველი ჩიზბურგერიც კი გამოიყურებოდა როგორც საკვებად ვარგისი. ასე შეძლო მელანიმ დაემტკიცებინა შვილებისთვის ამ საკვების მავნებლობა.იქნებ თქვენც დაგეხმაროთ ძვირფასო მშობლებო განუმარტოთ თქვენს შვილებს რომ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებია სასარგებლო მათი ჯანმრთელობისათვის და არა ასეთი ჩიზბურგერები, ჰოდდოგები და სხვა პროდუქტები, რომლებიც მრავლად იყიდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე. 89 3-ს მოსწონს 1-ს არა
|