სხვა ხუთფეროვანი ტბა ჩინეთში (+ბევრი ფოტო) 2013, 9 ნოემბერი, 23:33 როცა მკაცრი, ყინულიანი ზამთარი დგება, ჩინეთის ნაციონალურ პარკ ცზი უჩჯაიგოუში, მდინარეების და ტბის ზედაპირი სქელი ყინულით იფარება.მაგრამ აქ არის ერთი საოცარი ტბა, რომელიც ყინვას არ უშინდება და არ იყინება არასოდეს.მნახველებს შოკს გვრის მისი ტალღების ლივლივი, თან საოცრად ლამაზია.ხუთ ფერად ლივლივებს. მსოფლიოს მკვლევარები დღემდე ვერ წვდებიან ამ ტბის საიდუმლოს, რატომ არ ემორჩილება ბუნების კანონებს და ამ ტბის წყალი არ იყინება ზამთარში.ეს არ არის ამ ტბის ერთადერთი საიდუმლო.წლის სხვადასხვა დროს ტბა სხადასხა ფერად ლივლივებს.დაწყებული მდიდრული მწვანე ფერიდან–სხივისფერი ყვითლიდ დამთავრებული.მაგრამ წლის უმეტეს დროს ეს ტბა ალმასისფერი-ცისფერია.ასეთი თვისებების გამო, ამ აუზმა ხუთფეროვანი ტბის სახელი დაიმკვიდრა. მკვლევარები გაოცებული არიან ამ ტბის თვისებებით და სილამაზით.მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას საოცარი შიში აქვთ ამ იდუმალი ტბის მიმართ, რომელიც არა მხოლოდ არ იყინება და ამასთანავე ფერებსაც იცვლის, მასში წყლის დონე ყოველთვის ერთნაირია.რაც არ უნდა სიცხიანი ზაფხული იყოს.ისინი ამას ზებუნებრივ ძალებს უკავშირებენ და ამიტომ კრძალვით უვლიან გვერდს ამ საოცარ ტბას. მიუხედავათ იმისა რომ ეს ტბა მდებარეობს ძალიან შორს დასახლებული პუნქტიდან და 10 საათია საჭირო, რომ ამ ტბასთან აღმოჩნდე და თან წვიმების დროს გაზაფხულზე გზა ჩამოშლილი ქვებით იხერგება, მაინც არ წყდება ტურისტების ნაკადი მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომ ეს ჯადოსნური ტბა თავიანთი თვალით იხილონ. სწავლულები რომლების ბუნებას იკვლევენ და ხსნიან მათ სხვადასხვა საიდუმლოს, დღემდე ვერ ხსნიან ამ ტბის საიდუმლოს და მრავალი კითხვა რჩება უპასუხოდ.მაგალითად ჩინელმა პროფესორმა ფან სიაომ, რომელიც აქ თავისი ჯგუფით მუშაობს უკვე მრავალი წელია, თავისი აზრი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ტბის წყალი არასდროს იყინება.ის ამტკიცებდა, რომ ტბის ძირში ცხელი წერტილები იყო. ასეთი აზრი დაებადათ მკვლევარებს მას შემდეგ, რაც ტბის ზედაპირზე პერიოდულად წყლის ბუშტულები შენიშნეს.ამის გამოსაკვლევად ტბის სიღრმეში ჩაუშვეს რამდენჯერმე მყვინთავები მაგრამ ერთი ცხელი წერტილიც კი ვერ აღმოაჩინეს.მაგრამ სხვა ამოცანა ამოიხსნა.ტბის ძირი დაფარული იყო მთლიანად წყალმცენარეებით. მაგრამ საოცარია.იმის გამო რომ ტბაში უამრავი ხის ნარჩენები ყრია, წყალი მღვრიე უნდა იყოს.მაგრამ პირიქით, ისე სუფთაა 40 მეტრ სიღრმეზეც კი ჩანს წყალმცენარეები და მწვანე შეფერილობას აძლევს წყალს.წყალმცენარეების ფერის ცვლილება ტბასაც უცვლის ფერს.ამით აიხსნა ტბის ხუთფეროვნება. კიდევ სხვა საიდუმლოც აღმოაჩინეს ტბის ძირში.წყლის ქვეშ იყო წყალქვეშა გამოქვაბული, რომელიც გრძელი გვირაბით სხვა წყალსაცავებს უკავშირდებოდა. ამ უცნაური ტბის გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ რაც უფრო მეტად ჩავუღრმავდებით ბუნების საიდუმლოებებს, მით მეტად გაგვაკვირვებს ის ახალი უცნაურობებით და ახალი საოცრებებით. აი ეს არის სულ, რაც მოვიპოვე ამ საოცარი და ლამაზი ტბის შესახებ. იმედია თქვენც მოგეწონებათ, თუ ამ სტატიას წაიკითხავთ. 115 4-ს მოსწონს 1-ს არა
|