x
image
ლილი მიროტაძე
სად წავიდა მარიამ საჯაია, რომელიც სექტემბრიდან პარლამენტში არ გამოცხადებულა და 4190 ლარი, რომელიც ყოველთვიურად ერიცხება

როგორც "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო"-ს ანგარიშშია ნათქვამი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია, რომელიც სექტემბრიდან ამერიკაში იმყოფება, საქართველოში ხელფასთან ერთად სატრანსპორტო მომსახურებისათვის 400 ლარსაც იღებს. imageimageსაერთო ჯამში კი დეპუტატს ყოველთვიურად 4190 ლარი ერიცხება. ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რატომ არ აყენებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი არასაპატიო გაცდენებისთვის საჯაიასთვის ხელფასის დაქვითვის საკითხს.
მარიამ საჯაია ამერიკაში, კერძოდ მერილენდის შტატში სასწავლებლად სექტემბერში გაემგზავრა. დეპუტატი ვაშინგტონში ერთწლიანი კურსის გავლას გეგმავს და შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში საპარლამენტო საქმიანობას ვერ განახორციელებს.
"როგორც აღმოჩნდა, დეპუტატი საჯაია იმ ორი კომიტეტის მიერ, რომლის წევრიცაა, ივლის-ნოემბერში გამართული 35 სხდომიდან მხოლოდ ერთს დაესწრო, თუმცა კუთვნილ ხელფასს მაინც იღებს. გაცდენის მიზეზად დეპუტატი მართლაც ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს, მაგრამ გაუგებარია, უცხო ქვეყანაში სასწავლებლად ყოფნა ამ კატეგორიაში როგორ ხვდება. პარლამენტი დეპუტატს გაცდენის ამ მიზეზს საპატიოდ უთვლის, თუმცა მას სამი არასაპატიო გაცდენა მაინც დაუგროვდა, რაც ხელფასის 10%-ის დაქვითვას image
ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ეს საკითხი დღის წესიგში ჯერ არ დაუყენებია. კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ დეპუტატისთვის ყოველთვიურად დარიცხული 4190 ლარიდან, წესისამებრ, 1790 ლარი განკუთვნილია სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის, ხოლო 400 ლარი - სატრანსპორტო მომსახურებისთვის, თუმცა გაუგებარია ქვეყანაში არმყოფ ადამიანს დეპუტატის საქმიანობასთან დაკავშირებული რა სატრანსპორტო ან სხვა სახის ხარჯი უნდა ჰქონდეს და რატომ უნდა ეძლეოდეს ამისთვის თანხა. მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათთვის მინიჭებულ მანდატს და კეთილსინდისიერად აღასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და სხვა წევრები დეპუტატ მარიამ საჯაიას მიერ სხდომების image
სისტემატურად გაცდენის საკითხით დაინტერესდნენ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დეპუტატის მიერ წარმოდგენილ განცხადებებში სხდომების გაცდენის მიზეზად ოჯახური მდგომარეობა სახელდება, თუმცა მათი ინფორმაციით, გაცდენების რეალური მიზეზი მარიამ საჯაიას სასწავლო მიზნით საზღვარგარეთ ყოფნაა. image

გთავაზობთ მარიამ საჯაიას ფოტოებს, რომელიც ამერიკაშია გადაღებული.

0
131
შეფასება არ არის
ავტორი:ლილი მიროტაძე
ლილი მიროტაძე
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0