სხვა უცნაური ფოტო ფაქტები და აღწერა 2013, 8 ნოემბერი, 23:36
1957 წელს გადაღებული იქნა უცნაური ფოტო, ფოტო გადაღებულია ჰარლი დევიტსონის და მისი მეუღლის მიერ რომლებიც მისეირნობდნენ ნევადას მთიან რეგიონში დღევანდელ იზაბელას მდებარე ტბასთან ახლოს, ფოტოს გადაღების დროს წყვილმა ვერაფერი უჩვეულო ვერ შენიშნა. შემდგომში ფოტო გაგზავნეს ლოს-ანჟელესში, ჟურნალ Time-life-ს ოფისში. სადაც დადასტურდა რომ გამოსახულება რეალური იყო. ეს არ ყოფილა ფპტო აპარატის ბრალი რაიმე სხივის ანარეკლი, დაზიანების შედეგს ან ორმაგ ექსპოზიციას.
ყველაზე მძიმე რუხი მგელი, რომელიც გასულ საუკუნეში აღუწერიათ ამერიკაში, აღმოსავლეთ ალასკაში მოკლეს 1939 წელს 12 ივლის და მისმა წონამ 79.4 კგ შეადგინა. 2009 წლიდან ინტერნეტს ფართოდ მოედო გიგანტური რუხი მგლების ფოტოები. ერთ-ერთ მათგანზე 82 კგ წონის კანადური რუხი მამრი მგელია, რომელიც ცენტრალურ აიდაჰოსთან მოკლეს. აშშ-ს ტერიტორიაზე მგლებზე ნადირობა ნებადართულია ალასკაში, მონტანასა და აიდაჰოში. მოზრდილი დელფინების ზომა მერყეობს 2-დან 4-მეტრამდე, ხოლო წონა 150-დან 650-კგ-მდე, ზრდასრული დიდი თეთრი ზვიგენის საშუალო სიგრძეა 4-5.2, მ, წონა კი 690 1100 კგ. 2003 წლის აპრილში ფოტოგრაფმა კურტ ჯონსმა მალიბუს სანაპიროზე ფოტო გადაუღო სერფინგის მოყვარულს, რომლის სიახლოვესაც დელფინი მოჩანს, ის მაშინვე გავრცელდა ინტერნეტში, ოღონდ მცდრარო აღწერით, რომ ეს არსება დიდი თეთრი ზვიგენი იყო. აღწერა მცდრარია, თუმცა სურათი ნამდვილად გამორჩეულია- შესაფერის მომენტში სწორი კუთხით დაჭერილი კადრი. ზემოდან გადაღებული ლამაზ სურათზე მოჩანს უდაბნოში მოსიარულე აქლემების ჩრდილები. თუ კი ახლოდან დააკვირდებით დაინახავთ რომ შავი ფერის სილუეტები არ არის აქლემები, ეს აქლემების ჩრდილებია, გორაკებიანი უდაბნოს ტერიტორია, მანათობელი მზე და ფოტოაპარატის პოზიცია ერთგვარ ილუზიას ქმნის. ფოტო გადაღებულია ჯორჯ სტეიმენცის მიერ. სტეიმენცი ცნობილია როგორც სამეცნიერო ტიპის ფოტოების გადაღებით. უნიკალური ფოტოების გადასაღებად ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და დახეტიალობსა და სხვა მიუწვდომელ ადგილებში. 204 10-ს მოსწონს
|