x
image
ლილი მიროტაძე
(ვიდეო) ვანო მერაბვიშვილს სასამართლო პროცესზე ჩაეძინა

დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესზე ორი ინცინდენტი მოხდა. ჯერ იყო და ვანო მერაბიშვილს ჩაეძინა, ცოტა ხნის შემდეგ კი სასამართლო დარბაზში ზურაბ ჭიაბერაშვილის სიტყვით გამოსვლისას შუქი ჩაქრა. პრობლემა ცოტა ხნის შემდეგ მოგვარდა, რასაც ჭიაბერაშვილი შემდეგი წინადადებით გამოეხმაურა: "მივესალმებით კახი კალაძეს".image
შეგახსენებთ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ ე.წ. ფიქტიური დასაქმებების თაობაზე სისხლის სამართლის საქმე განიხილება.
ზურაბ ჭიაბერაშვილს და ვანო მერაბიშვილს ბრალი ედებათ “უმუშევართა აღრიცხვისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი 5 200 000 ლარის არამიზნობრივ ხარჯვაში. გამოძიება მერაბიშვილს კიდევ რამდენიმე ეპიზოდში ედავება, მათ შორის სანდრო გირგვლიანის და 26 მაისის აქციის დაშლის საქმეზე.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მერაბიშვილს 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

0
383
1-ს მოსწონს
ავტორი:ლილი მიროტაძე
ლილი მიროტაძე
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0