x
ვის უწოდებს სალომე ზურაბიშვილი ჭუჭყიან მონებს?!

image
პარტია "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც იგი პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას ეხმიანება. უკანასკნელს იგი მემკვიდრეობით დანიშნულს უწოდებს მასა და პრეზიდენტ მარგველაშვილს კი "ერთის" ნების ჭუჭყიან მონებად მოიხსენიებს:
"ცოტა ხნის წინ ვწერდი, რომ საქართველოში პოლიტიკური ლექსიკა გადავიდა პირადი ურთიერთობების ენაზე -"მეგობარი", "ჩემთვის სანდო", "დიდი ხანია ვიცნობ!". დღეს კიდევ ერთი საფეხურით ავიწიეთ : ქვეყნის პრემიერის დანიშვნას პოლიტიკასთან ან სახელმწყიფო საქმესთან საერთო არაფერი ჰქონდა. ეს მეგობრულ შეკრებას უფრო ჰგავდა( რომ არა ვთქვა - კლანურს) პერსონალური მადლობების გადახდით, პიროვნული დახასიათებით (სადღეგრძელოს ფორმით) პრემიერის, მისი ცოლის, სიდედრ-სიმამრის(!!!). ამ ადამიანებს ერთმანეთში უთუოდ აწყობილი აქვთ ურთიერთობა და საქმეებიც. მაგრამ ქვეყანას რა?? ჩვენს დავესწარით პრემიერის არა მხოლოდ მემკვიდრეობით დანიშვნას, არამედ პრემიერის ინსტიტუტის გაუქმებას და მის გადაქცევას დაქვემდებარებულ მოსამსახურედ - ერთის ნებით არჩეულის და ერთის ნებით მსახურად ქცეულს", - ამატებს ზურაბიშვილი

0
240
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მე-ზოლა
მე-ზოლა
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0