x
ბაჩო ახალაია:"ბიძინა, ნურც იოცნებებ რომ უკან დავიხევ!!"

imageთავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს. ახალაიას განცხადებით, საქართველო ფლანგავს ვარდების რევოლუციის მონაპოვარს და მასთან ერთად კარგავს სახელმწიფოებრიობასაც. წერს, რომ სახელმწიფო უწყებაში რუსული სპეცსამსახურების მასობრივი ინფილტრაცია, დავიწყებული ძველი სახეების გაცოცხლება და კრიმინალური სამყაროს რეინკარნაცია ხდება.
"პილიციის თანამშრომლებს ვიღაც ავაზაკები აშინებენ, ხოლო გუნდთან ერთად პოლიციის რეფორმის ავტორი და განმახორციელებელი ვანო მერაბიშვილი უსაფუძლო ბრალდებებით ჰყავთ გამოკეტილი, პატრიოტ და მებრძოლ ადამიანებს კი დევნიან. არ შგაშინოთ იმ ფაქტმა, რომ ვანო მერაბიშვილი, მე და კიდევ სხვა თანამებრძოლი ან საპყრობილეშია, ან მას დევნიან. არავის ეგონოს, რომ ჩვენი რწმენა შეარყიეს, ბიძინა, ნურც იოცნებებ რომ უკან დავიხევ! "

0
47
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მე-ზოლა
მე-ზოლა
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0